საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ლიდერი გამოაკლდა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ლიდერი გამოაკლდა
09.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის წინ, რომელიც 2024 წლის იანვარში, პირველად იასპარეზებს, უდიდესი დანაკარგი აქვს. ინფორმაციას, საქართველოს ხელბურთის ფედერაცია დღეს საღამოს ავრცელებს.


ფედერაციის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „ჩამბერის" ლიდერმა, ნიკოლოზ კალანდაძემ, 22 სექტემბერს საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში, US Ivry-ს წინააღმდეგ, მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.  მის გამოჯანმრთელებასა და შემდგომ რეაბილიტაციას კი, დაახლოებით 6-9 თვე დასჭირდება.


შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი ტალანტი ბოლო წლებში ეროვნული ნაკრების შეუცვლელი მოთამაშე და ერთ-ერთი ლიდერია. საერთო ჯამში, ნიკოლოზ კალანდაძის ანგარიშზე, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 41 შეხვედრაში 209 გატანილი გოლია აღრიცხული.


საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 2024 წლის 10-24 იანვარს გაიმართება. ჩვენი ნაკრები, რომელმაც ოთხ საუკეთესო მეოთხეადგილოსან გუნდში მოხვედრა შეძლო, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად იასპარეზებს. სადებიუტო ჩემპიონატში, ქართველთა გუნდი E ჯგუფში შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას  ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ქართული გუნდის სათამაშო კალენდარი ასეთია:


11.01.2024 / ნიდერლანდები - საქართველო

13.01.2024 / საქართველო  - შვედეთი

15.01.2024 / ბოსნია და ჰერცეგოვინა  - საქართველო