დღეს პორტუგალიაში, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შერეული გუნდური შეჯიბრი გაიმართა ძიუდოში. ქართული გუნდი 15 მონაწილეს გუნდს შორის იყო და ასპარეზობა, პირველი წრიდან დაიწყო, სადაც სამწუხაროდ, 4-3 წავაგეთ და საწყის ეტაპზევე გამოვეთიშეთ ასპარეზობას.
ქართული გუნდი ამ შეხვედრაში ქართული გუნდისთვის იბრძოდნენ ნინო პაპიძე, უჩა ტაბატაძე, ნინო ლოლაძე, კოტე კაპანაძე, ეთერი ასკილაშვილი და თამაზ კობერიძე.
ლოტოტრონმა, საქართველოსა და უზბეკეთს შორის გადამწყვეტ შეხვედრაზე -90კგ განსაზღვრა, სადაც თამაზ კობერიძეს შეეძლო მოგება, ერთი ვაზარით დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ბადე, რომელშიც საქართველოს ნაკრები მოხვდა საკმაოდ ძლიერი იყო შემადგენლობით, რამეთუ აქ, საქართველოსთან ერთად, 1/2 ფინალში გასვლას თურქეთი, იაპონიისა და უზბეკეთის გუნდები ცდილობდნენ. საქართველო, როგორც უკვე გითხარით, უზბეკეთთან დამარცხდა. თურქეთმა კი, მომავალ ჩემპიონთან, იაპონიასთან წააგო.
ფოტო: © IJF