პირველი მედალი პორტუგალიიდან
პირველი მედალი პორტუგალიიდან
06.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ალექსანდრე ლოლაძემ, პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, ვერცხლის მედალი მოიპოვა. -81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა B ჯგუფი, სადაც ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო დამაჯერებლად გაიარა. პირველ შეხვედრაში, ამერიკელი იოჰან სილოტი მე-19 წამზე აღებული იპონით დაამარცხა. ამის შემდეგ, ბრაზილიელი კაუან დოს სანტოსი შეხვედრის ბოლო წამებზე აღებული ვაზარით დაამარცხა. მოიგო ჩეხ, პეტრ მლადისაც და  1/2  ფინალში გადაინაცვლა, იქ კი, იაპონელი ნაოტო იზავა მოიგო - თითქმის ბეწვის ხიდზე გაიარა, შეხვედრის დასასრულს ორი შიდოც აიკიდან, თუმცა, ვაზარის შენარჩუნება მოახერხა და ფინალში გავიდა.


ფინალში ლოლაძეს, კვლავ იაპონელი შეხვდა. ამჯერად, კაიტო ამანოს და იპონით დამარცხდა და მხოლოდ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.


სხვათა შორის, იაპონელების მსგავსად, წონა გაორებული ქონდა ქართულ გუნდსაც. თუმცა, ლუკა ბაბუციძე საწყის ეტაპზევე გამოეთიშა ასპარეზობას.


შეგახსენებთ, რომ ქართული გუნდიდან ოდიველაში, მედლებთან ყველაზე ახლოს, -60კგ -ში კაკო ჩაფურიშვილი და -66კგ-ში თენგო ზირაქაშვილი იყვნენ, თუმცა ქართველებმა ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლებ წააგეს.


ხვალ, პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, ინდივიდუალურ ჩათვლაში ბოლო საასპარეზო დღეა. ქართველები ძალებს სამ წონით კატეგორიაში სცდიან:


-100კგ - გიორგი ბადუაშვილი;

+100კგ - შალვა გურეშიძე;



მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, 8 ოქტომბერს კი, შერეული გუნდური შეჯიბრი ჩატარდება.


 

ფოტო: (c) Sabau Gabriela