დუდუ დადიანის მემორიალის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
დუდუ დადიანის მემორიალის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
05.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

7 ოქტომბერს, „თბილისი არენაზე" დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში „მარგვეთი" და „ქუთაისი" შეხვდებიან. იმერული დერბი თბილისში, 15:00 საათზე დაიწყება.

დღეს კი, თბილისმა ორ საინტერესო ნახევარფინალურ დაპირისპირებას უმასპინძლა. თავდაპირველად დარბაზში „მარგვეთი" შეხვდა „ბათუმს". შეხვედრის პერიოდების (23-19, 21-14, 20-25, 40-39) მიხედვითაც ჩანს, რომ ერთი პერიოდის გამოკლებით, თამაში დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ, „მარგვეთის" გამარჯვებით 104 -97 დასრულდა. ფინალისტი გუნდიდან, ყველაზე შედეგიანი მაიკლ მეიესი აღმოჩნდა, რომელმაც 34 ქულა დააგროვა.


საბოლოოდ, 4 ქულა აღმოჩნდა სხვაობა მეორე ნახევარფინალშიც, რომელშიც „ქუთაისმა", თსუ 81-77 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში მხოლოდ ერთხელ გათანაბრდა და ისიც, შეხვედრის მეორე მეოთხედში (15-16, 28-16, 17-27, 21-18) და ამასთან მესამე მეოთხედი 10 ქულითაც წააგო, კოტე ტუღუშის გუნდმა მოახერხა საბოლოოდ გამარჯვება. ორივე გუნდში საუკეთესო იყო კახაბერ ჯინჭარაძე რომელმაც 26 ქულა დააგროვა, თუმცა, ის, თსუ-სთან ერთად, ფინალს მიღმა დარჩა.



ფოტო: კალათბურთის ფედერაცია