მაროკოს, პორტუგალიისა და ესპანეთის ერთობლივი განაცხადი ერთადერთი ბიდი გამოდგა, მსოფლიოს 2030-ის ჩემპიონატის გამართვის თაობაზე. ფიფა-ს აღმასკომიც ერთსულოვანი აღმოჩნდა და ბევრი ყოყმანის გარეშე, მსოფლიოს საიუბილეო ჩემპიონატის უფლება მაროკოს, პორტუგალიასა და ესპანეთს ერთობლივი ხმებით მიაკუთვნა. შესაბამისად, პირველი მუნდიალიდან 100 წლის შემდეგ, სამი მონაწილე გუნდის ვინაობაც, მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, უკვე ცნობილია.
ფიფა-ში შემავალი ყველა კონფედერაციასთან კონსულტაციების შედეგად, აღმასრულებელმა საბჭომ მორიგი ვიდეო-თათბირის შემდეგ გამოაცხადა, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამ კონტინენტის და ექვს ქვეყანას გამართვის თაობაზე. ამასთან ასწლოვანი იუბილეს აღსანიშნად ის მთელს მსოფლიოს მოუწოდა, რომ საფეხბურთო დღესასწაულს შეუერთდნენ.
„დანაწევრებულ მსოფლიოში, ფიფა და ფეხბურთი, ცდილობენ მსოფლიოს გაერთიანებას. ფიფა-მ, ერთხმად გადაწყვიტა პირველი მსოფლიო ჩემპიონატის 100-წლიანი იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნოს. სამხრეთ ამერიკის სამი ქვეყანა - ურუგვაი, არგენტინა და პარაგვაი, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თითო მატჩს უმასპინძლებენ. ამ მატჩებიდან პირველი ჩატარდება იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო", - აღნიშნა ჯანი ინფანტინომ, ფიფა-ს პრეზიდენტმა. „ორი კონტინენტი აფრიკა და ევროპა, არა მხოლოდ საფეხბურთო ბატალიებით, არამედ, სოციალურ-კულტურული კუთხითაც გაერთიანდებიან. ეს იქნება თმენისა და ინკლუზიურობის გზავნილი მსოფლიოსადმი".
მსოფლიოს 2030 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს ერთდროულად სამი კონტინენტი უმასპინძლებს. ამ სახით ფიფა გეგმავს, მუნდიალების 100 წლის იუბილე აღნიშნოს. ამასთან, ფიფა-ს შტაბ-ბინიდან გავრცელებულ ცნობაში ამბობენ, რომ ცენტრალური საიუბილეო თამაშები ურუგვაიში, არგენტინასა პარაგვაიში გაიმართება.
იმის გათვალისწინებით, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საიუბილეოა, მსოფლიოს საფეხბურთო სახლში, ამ მოვლენას ისტორიულ ჭრილშიც უყურებენ და უნიკალურ ცერემონიასაც გეგმავენ, მაგალითად აპირებენ, რომ 100 წლის საიუბილეო ღონისძიებები ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში, Estádio Centenário-ზე ჩატარდეს. სტადიონზე, რომელზე 100 წლის წინ, 1930 წელს მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი გაიმართა. საზეიმო ღონისძიებები გაიმართება არგენტინასა და პარაგვაიშიც.
სტატია მომზადებულია FIFA-ს ოფიციალური გვერდის მიხედვით / ფოტო (c) FIFA