დღეიდან 8 ოქტომბერის ჩათვლით პორტუგალიაში, ძიუდოს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი ტარდება ახალგაზრდებს შორის. ასპარეზობის პირველ დღეს, ქართველმა ჯუდოკებმა 4 წონით კატეგორიაში მიიღეს მონაწილეობა და ყველაზე ახლოს, მედლებთან, კაკო ჩაფურიშვილი და თენგო ზირაქიშვილი იყვნენ. თუმცა, ჩვენებმა ჯერ 1/2 ფინალები წააგეს, შემდეგ კი ბრინჯაოს ფინალებში დამარცხდნენ და მედლების გარეშე დარჩნენ.
ალბათ, აღსანიშნავია, რომ პირველ საასრაპეზო დღეს, მედლების 4 კომპლექტი გათამაშდა და ოთხივე, იაპონიის გუდის წევრებმა მოიგეს!
ოდიველაში საქართველო საკმაოდ სოლიდური შემადგენლობით, 17 სპორტსმენით არის წარმოდგენილი, რომელთა შორის 8 გოგონაა. ქართული გუნდიდან დღეს,
საქართველოს ნაკრები:
-60კგ / კაკო ჩაფურიშვილი;
-66კგ / თენგო ზირაქაშვილი;
-73კგ / გიორგი ტერაშვილი, გიორგი ლოლაძე;
-81კგ / ლუკა ბაბუციძე, ალექსანდრე ლოლაძე;
-90კგ / თამაზ კობერიძე;
-100კგ / გიორგი ბადუაშვილი;
+100კგ / შალვა გურეშიძე;
-48კგ / მარიამ ფოცხვერაშვილი, ჯულიეტა როდონაია;
-52კგ / ელენე წიკლაური;
-57კგ / ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური;
-63კგ / ეთერ ასკილაშვილი;
-70კგ / ნინო გულბანი;
+78კგ / ნინო პაპიძე.
ხვალ ჩვენი გუნდის კიდევ 5 წარმომადგენელი იასპარეზებს. მედლები კი, 3 წონით კატეგორიაში გათამაშდება.
5 ოქტომბერი: გოგონები - 57კგ, -63კგ, ვაჟები -73კგ
6 ოქტომბერი: გოგონები -70კგ, ვაჟები -81კგ, - 90კგ
7 ოქტომბერი: გოგონები -78კგ, +78კგ, ვაჟები -100კგ, +100კგ
8 ოქტომბერს ოდიველაში შერეული გუნდური შეჯიბრებაა დაგეგმილი.
ფოტო: (c) Sabau Gabriela