ავთანდილ ასათიანის ნაკრები ოქტომბრის ფანჯრისთვის ემზადება
ავთანდილ ასათიანის ნაკრები ოქტომბრის ფანჯრისთვის ემზადება
04.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრისთვის მზადებას შეუდგა. ავთანდილ ასათიანის გუნდი, ამ თვეში ორ შეხვედრას გამართავს ფინეთის ნაკრებთან, ჯერ სახლში, 7 ოქტომბერს, შემდეგ კი, გასვლაზე ქალაქ ტურკუში, ფინელებს 11 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 16 ფეხბურთელის შემადგენლობით, სასტუმრო „მოხალისეშია" „დაბანაკებული" და მატჩის წინა ვარჯიშს, მომავალი შეხვედრის დარბაზში, 6 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე გამართავს.


ამ მომენტისთვის, საქართველოს ფუტსალის ნაკრებს, ორი შეხვედრა აქვს გამართული, სომხეთთან თბილისში, რომელშიც 2-1 გავიმარჯვეთ და პორტუგალიაში, სადაც დაძაბულ ბრძოლაში 2-4 დავმარცხდით. შესაბამისად, ჩვენ გუნდს, ახლა სამი ქულა აქვს და პორტუგალიის შემდეგ, რომლებსაც ორიდან ორი მოგებული თამაში აქვთ მეორე ადგილზეა. მესამე ადგილზეა 3 ქულით ჩვენი მომავალი მეტოქეც, თუმცა, ბურთების ფარდობითობის გამო, ჩვენ ფინელებზე ზევით ვდგავართ. თუმცა, ოქტომბრის ფანჯარაში დადებითი შედეგის შემთხვევაში და ბოლოს სათამაშო ფანჯრამდე, საქართველოს ნაკრებს  სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციის გამყარება შეუძლიათ.


ისევე, როგორც სექტემბერში, ახლაც, საქართველოს ნაკრების თამაში თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება და ის, თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მათი ფასი, 5 ლარს შეადგენს.



ოქტომბრის თვის სათამაშო ფანჯრისთვის საქართველოს ნაკრებში გამოძახებულნი არიან:


მეკარეები: ზვიად კუპატაძე („გაზპრომ იუგრა", რუსეთი) თორნიკე ბუკია („აქტობე", ყაზახეთი) ბექა ტყემალაძე ("ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" საქართველო)


წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე („ტიუმენი", რუსეთი), შოთა თოფურია ("ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", საქართველო), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი ("ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", საქართველო), ვახტანგ კეკელია ("ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი", საქართველო), სიმი საიოტი („ელეკტრიკო", პორტუგალია), ბინიო („ვინია ალბალი", ესპანეთი), ჩიმბა („გაზპრომ იუგრა", რუსეთი) ელისანდრო  („მაგნუსი", ბრაზილია), შაგინია („პალმა", ესპანეთი), ბრუნო გომესი („პალმა", ესპანეთი), ბრუნო პეტრი („კოზენცა", იტალია), რონინიო ("ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" საქართველო)