დღეს, თბილისი არენაზე, დუდუ დადიანის რიგით 22-ე მემორიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო დღე იყო. შესაბამისად, გამოვლინდა ის ოთხი გუნდი, ვინც ტურნირის მთავარი ტროფეისთვის იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „კავკასია" ასპარეზობას სწორედ, ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა. ჯგუფიდან გასასვლელი საკმაოდ დაძაბული შეხვედრა „ბათუმსა" და „კავკასიას" შორის, რომელშიც 14-ჯერ ფრე დაფიქსირდა და ლიდერი 16-ჯერ შეიცვალა, საბოლოოდ, ბათუმელთა გამარჯვებით, 98-91 დასრულდა. შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე ამ ჯგუფიდან, ორი მოგებით, სწორედ, „ბათუმი" გავიდა.
ჯგუფის ორივე შეხვედრა წააგო ანატოლი ბოისას „რუსთავმა", რომელიც ბოლო წლების ტრადიციას არ ღალატობს და სეზონს არეული იწყებს. ამჯერად, გურჯაანის „დელტასტან" 78-86. თუმცა, ამ შეხვედრამდე, A ჯგუფში 2-დან 2 მოგებით პირველობა და ფლეი-ოფის საგზური განაღდებული ჰქონდა ზესტაფონის "მარგვეთს", რომელიც დღეს ისვენებდა. შესაბამისად, ჯგუფის ბოლო მატჩს, რომელშიც გურჯაანის "დელტა" "რუსთავს" ხვდებოდა, სატურნირო მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა.
პირველ ნახევარფინალში, რომელიც 5 ოქტომბერს 16:30 საათზე დაიწყება, „მარგვეთი" და „ბათუმი" დაუპირისპირდებიან.
მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება, ამავე დღეს, 19:00 საათზე დაიწყება და ერთმანეთის წინააღმდეგ, „ქუთაისი" და თსუ ითამაშებენ. ტურნირის 22-წლიან ისტორიაში, ორივე გუნდს რამდენჯერმე უასპარეზია ფინალში, თუმცა, არასდროს ერთმანეთის წინააღმდეგ. 5 ოქტომბერს კი, გათამაშების მომდევნო, ფინალურ ეტაპზე, ორიდან, მხოლოდ ერთი გავა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, დუდუ დადიანის მემორიალის ყველაზე სტაჟიანმა მონაწილემ „ქუთაისმა", გათამაშების დებიუტანტი, გორის „ივერიონი" 80-86 დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა. საკმაოდ დაძაბული გამოდგა ნახევარფინალური საგზურისთვის ბოლო შეხვედრაც, რომელშიც თსუ, „ოლიმპს" ეთამაშა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებამდე იცნობი იყო და „ოლიმპს" ცოტა დააკლდა მატჩის მოსაგებად. თსუ-მ 99-95 მოიგო.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფოტო