საქართველოს ეროვნული, ახალგაზრდული და ფუტსალის ნაკრებები ოქტომბერში 5 საშინაო მატჩს გამართავენ.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 12 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს დაუპირისპირდება. 15 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში კვიპროსს უმასპინძლებს.
12 ოქტომბერი | 20:00 | საქართველო - ტაილანდი
ბილეთის ფასი: 10, 20 და 30 ლარი
15 ოქტომბერი | 17:00 | საქართველო - კვიპროსი
ბილეთის ფასი: 10, 30 და 50 ლარი
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი ბათუმში ნიდერლანდებისა და შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს უმასპინძლებს.
12 ოქტომბერი | 18:00 | საქართველო - ნიდერლანდები
ბილეთის ფასი: 10 და 15 ლარი
17 ოქტომბერი | 19:00 | საქართველო - შვედეთი
ბილეთის ფასი: 10 და 15 ლარი
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მესამე მატჩს 7 ოქტომბერს გამართავს. თბილისის სპორტის სასახლეში ჩვენი გუნდი ფინეთის ნაკრებს შეხვდება.
7 ოქტომბერი | 19:00 | საქართველო - ფინეთი
ბილეთის ფასი: 5 ლარი
მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე 2 ოქტომბერს დაიწყება.