დღეს, დუდუ დადიანის რიგით 22-ე მემორიალმა აიღო სტარტი
დღეს, დუდუ დადიანის რიგით 22-ე მემორიალმა აიღო სტარტი
01.10.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, სამსახურის კიბეებზე მოკლული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირმა. დუდუ დადიანის რიგით 22-ე მემორიალში, რომელიც,  ახალის საკალათბურთო სეზონის დაწყებამდე ტარდება და ამჯერად 12 გუნდს მოიყარა თავი 7 ოქტომბრამდე გასტანს.

დღეს, 4 ჯგუფში გადანაწილებულმა 12-მა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე დაიწყო ასპარეზობა. პირველი ტურის თამაშებში შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა:


„ოლიმპი" - „სოხუმი საქართველო" 100 -82

„ქუთაისი" - „ორბი" 99-74

„გურჯაანი" - „მარგვეთი"  71-88

„კავკასია" - „სპორტუნი"  99-68


ჯგუფური ეტაპის თამაშები ხვალ, 3 ოქტომბერს კვლავ 12:00 საათიდან დაიწყება.


12:00 „სპორტუნი" - „ბათუმი"

14:00 „ორბი" - „ივერიონი"

16:30 „სოხუმი საქართველო" - თსუ

19:00 „მარგვეთი" - „რუსთავი"



ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია