21 წლის ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ, ნეპელის მემორიალზე, რომელიც 2023-2024 წლების საციგურაო სეზონზე, რიგით 31-ჯერ გაიმართა მეორე ადგილი დაიკავა და ე.წ. ISU-ს ჩელენჯერების სერიაში, რომელიც საერთო ჯამში 10 ტურნირს ითვლის, საჭირო სარეიტინგო ქულებიც დააგროვა. ტრადიციულად, ჩელენჯების სერიას, სპორტსმენები, ჩვენს მიერ აღნიშნული სარეიტინგო ქულების დაგროვების გარდა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრების, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების, ასევე გრან პრის სერიებისთვის ძალების მოსასინჯად იყენებენ.
სლოვაკეთში, ნეპელას მემორიალზე, ქართველმა მოკლე პროგრამაში 84.11 (46.70 / 38.41) ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა, თავისუფალ პროგრამაში ცოტა არ გაუმართლა და 159.20 (84.11 / 76.09) ქულით მხოლოდ, მეორე ადგილზე გავიდა. საბოლოოდ, ეგაძემ, ორი პროგრამის ჯამში 243.31 ქულით, მეორე ადგილი დაიკავა. საინტერესოა, რომ ქართველი, ჩელენჯერის ამ ეტაპის გამარჯვებულს, იტალიელ გაბრიელე ფრანგიპანის, მხოლოდ რამდენიმე მეასედი ქულით ჩამორჩა.
ქართველმა მოციგურავემ ნეპელის მემორიალამდე იტალიაში ლომბარდიის თასზეც იასპარეზა და იქაც, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. იტალიაში ნიკამ პირველობა, მხოლოდ 2022 წლის ვერცხლის მედლის მფლობელ, იაპონელ იუმა კაგიამას დაუთმო. ნეპელას მემორიალზე კი, 21 ქულით გაუსწრო გასული სეზონის მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს, სამხრეთ კორეელ ჯუნ ჰვან ჩას.
ამ მომენტისთვის ნიკა ეგაძემ, ჩელენჯერის უკვე ჩატარებული 4 ეტაპიდან ორში მიიღო მონაწილეობა. ოფიციალურად 2023 წლის ბოლომდე, ჩელენჯერის კიდევ, 6 ეტაპია დარჩენილი, თუმცა ეგაძე მათზე არ იასპარეზებს, განსხვავებით სხვა ქართველი სპორტსმენებისგან, რომლებსაც აღნიშნულ ჩელენჯერებზე აუცილებლად ვიხილავთ.
რაც შეეხება ნიკას, მისი მომდევნო ასპარეზობა უკვე წლის ერთ-ერთ მთავარ ჩემპიონატი იქნება - ამერიკის გრან პრის ეტაპი, რომელიც, 18-22 ნოემბერს, ტეხასის შტატში ჩატარდება.
ფოტო: საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია