11-17 ოქტომბერს ქუთაისი 17-წლამდეთა ევროს ჯგუფურ ეტაპს მასპინძლობს
11-17 ოქტომბერს ქუთაისი 17-წლამდეთა ევროს ჯგუფურ ეტაპს მასპინძლობს
30.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

11-17 ოქტომბრის ჩათვლით ქუთაისში, უეფა-ს 2023-23 წლების 17-წლამდეთა  ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი ჩატარდება. აღნიშნული ეტაპი 21 ნოემბრამდე გაგრძელდება და საერთო ჯამში 13 ჯგუფში, 52 გუნდის მონაწილეობით ჩატარდება. საერთო ჯამში ტურნირში, რომლის ფინალიც 2024 წლის 20 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით კვიპროსზე გაიმართება და საწყისი ეტაპიდან  მთლიანობაში 54 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რამდენიმე ეტაპად გაიმართება. უკვე აღნიშნული საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის შემდეგ 2024 წლის მარტში ჩატარდება ელიტ რაუნდი. ბოლოს კი ფინალი.

ელიტ რაუნდში გადავლენ, თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო შედეგი მქონე ნაკრები, ასევე, ხუთი საუკეთესო მესამეადგილოსანი, რომლებსაც ჯგუფის 2 საუკეთესოსთან ჩატარებულ თამაშებში, უკეთესი მაჩვენებელი ექნება. ელიტ რაუნდიდან მომდევნი ეტაპზე 15 საუკეთესო შედეგის გუნდი გავა და მათ, ფინალურ ეტაპზე კვიპროსი, როგორც მასპინძელი ქვეყანაც შეუერთებდა.


შეგახსენებთ, რომ კვიპროსი, როგორც მასპინძელი ავტომატურად ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. ფინალურ ეტაპზე მოხვდება ნიდერლანდებიც, რომელსაც საუკეთესო განთესვა აქვს აღნიშნულ ასაკში.


ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპი და მონაწილე გუნდები:


ჯგუფი 1: (11-17 ოქტომბერი): დანია, ავსტრია, საქართველო (მასპინძელი), ლიეტუვა

ჯგუფი 2:  (27 სექტემბერი -3 ოქტომბერი): ელიტრაუნდის გავლით პოლონეთი, შვედეთი, ასევე ამ ჯგუფში არიან მოლდოვა (მასპინძელი), ლატვია

ჯგუფი 3: (15-21 ოქტომბერი): გერმანია (მოქმედი ჩემპიონი), უკრაინა, ფინეთი ლიხტენშტეინი (მასპინძელი)

ჯგუფი 4: (21-27 ოქტომბერი): სერბეთი (მასპინძელი), სლოვენია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

ჯგუფი 5: (15-21 ნოემბერი): პორტუგალია (მასპინძელი), ჩეხეთი, მონტენეგრო, ალბანეთი

ჯგუფი 6: (15-21 ნოემბერი):  საფრანგეთო, ნორვეგია, რუმინეთი (მასპინძელი), ესტონეთი

ჯგუფი 7: (21-27 ოქტომბერი): თურქეთი (მასპინძელი), შოტლანდია, ბელარუსი, ყაზახეთი

ჯგუფი 8: (25-31 ოქტომბერი): ესპანეთი, სლოვაკეთი, ჩრდ. მაკედონია, მალტა (მასპინძელი)

ჯგუფი 9: (3-9 ნოემბერი): ინგლისი, ხორვატია (მასპინძელი), კოსოვო, ფარერის კუნძულები

ჯგუფი 10: (11-17 ოქტომბერი): ირლანდია (მასპინძელი), შვეიცარია, ისლანდია, სომხეთი

ჯგუფი 11: (25-31 ოქტომბერი): იტალია (მასპინძელი), საბერძნეთი, ჩრდ. ირლანდია, საბერძნეთი, სან მარინო

ჯგუფი 12: (11-17 ოქტომბერი): ბელგია, ისრაელი (მასპინძელი), უელსი, გიბრალტარი

ჯგუფი 13: (25-31 ოქტომბერი): უნგრეთი (მასპინძელი), ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ანდორა


17-წლამდეთა მომდევნო გათამაშება, 2024-2025 წლების ევროპის ჩემპიონატი როგორც 17-წლამდეთა, ასევე 19-წლადეთა შორის ახალი ფორმატით ჩატარდება და მის შესახებ, სხვა დროს გიამბობთ.



სფფ-ს ფოტო © ლაშა კუპრაშვილი