რუსი და ბელარუსი ფეხბურთელების ასაკობრივი ნაკრებებისთვის სანქციების ნაწილობრივ მოხსნის გადაწყვეტილების მიმართ პროტესტი იზრდება. ევროპული საფეხბურთო სამყარო, 26 სექტემბერს კვიპროსზე გამართულმა უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ ააფორიაქა. აღმასკომის გადაწყვეტილებით, რუსეთისა და ბელარუსის 17-წლამდე ნაკრებებს, საერთაშორისო ტურნირებზე, კერძოდ დოჰაში დაგეგმილ ტურნირზე გამოსვლის უფლება მისცა, მხოლოდ ერთი პირობით, დროშა და ჰიმნი გამოყენების გარეშე. ამასთან გუნდები საშინაო თამაშებს რუსეთში არ ჩაატარებენ. ახლა საკითხავია სად ითამაშებენ აღნიშნული ნაკრებები, თუკი, უეფა თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, რადგან, რუსებთან თამაშზე პროტესტის გამომხატველი ქვეყნების რიცხვი იზრდება. უკრაინის შემდეგ, რუსული და ბელარუსის გუნდების წინააღმდეგ, თამაში თქვეს, ინგლისმა, პოლონეთმა, ლატვიამ, შვედეთმა, დანიამ, ლიეტუვამ და ნორვეგიამ.
უეფა-ს პრეზიდენტის ალექსანდრ ჩეფერინის აზრით, 17 წლის მოზარდებმა საკუთარი (რუსეთის) ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხი არ უნდა აგონ.
მას შემდეგ, რაც კვიპროსზე უეფა-ს აღმასკომმა 26 სექტემბრის გადაწყვეტილება განაცხადა, უკრაინის ფეხბურთს ფედერაციამ თხოვნით მიმართა უეფა-ს წევრ ევროპის ფეხბურთის ფედერაციებს არ ეთამაშათ რუსეთის და ბელარუსის ნაკრებების წინააღმდეგ.
„დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც რუსული გუნდების რეინტეგრირებისკენ იქნება მიმართული არის სახიფათო და საშიში ტენდენცია, რომელიც არაფერს ნიშნავს იმას გარდა, რომ ეს არის რუსეთის სახელმწიფოს მიერ, უკრაინის ტეროტორიის ტეროტორიების მიტაცებისა და უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების აღიარების ტოლფასი", - ნათქვამია უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის წერილში, რომელის ფრაგმენტსაც BBC ავრცელებს.
კონკრეტული ფედერაციების ბოიკოტამდე, უეფა-ს ამ გადაწყვეტილებას უშუალოდ სხდომაზე ხმა არ მისცა რამდენიმე წარმომადგენელმა. მიუხედავად ამისა, უეფა-ში უკვე ფიქრობენ, მომავალი 2024 წლიდან რა ფორმით მოხერხდეს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მოკვეთილი რუსეთისა და ბელარუსის ქალთა და კაცთა ნაკრებების ინტეგრაცია 17-წლამდე ქალთა და კაცთა ჩემპიონატებში, რომლის ფინალებიც მომავალ წელს, შესაბამისად 2024 წლის მაისში შვედეთსა და კვიპროსზე გაიმართება.
აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და ბელარუსს უეფა-ს სანქციები შეეხოთ, უეფა-მ რუსეთს, 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის და 2023 წელს სუპერ თასის ფინალური მატჩების მასპინძლობის უფლება ჩამოართვა. ამავდროულად, შეწყვიტა კონტაქტი „გაზპრომთან", რომელიც ევროპული საფეხბურთო სახლის გენერალური სპონსორი იყო.
საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები უეფა-ს 26 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ და სადამდე მივა ბოიკოტი.
ფოტო: © Ben McShane - Sportsfile/UEFA via Getty Images