ქართული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე საბრძოლო შემადგენლობით მიდის
ქართული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე საბრძოლო შემადგენლობით მიდის
29.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პარიზის 2024 წლის მორიგი სალიცენზიო ტურნირი 3-ში5 ნოემბრის ჩათვლით, ფრანგულ მონპელიეში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც ტურნირამდე ერთი თვით ადრე ევროპის 15 ქვეყანაა რეგისტრირებული, ქართული გუნდი 9 სპორტსმენით (-90კგ და +100 კგ გაორებულია წონა) არის წარმოდგენილი.

-60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი

-66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ-ში ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

-100 კგ-ში ილია სულამანიძე

+100 კგ-ში გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი


ამ მომენტისთვის უცნობია, დაიცავენ თუ არა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას და ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებს, ქართველი ჯუდოკა ქალები, თუმცა, ისნი, IJF-ისა და EJU-ს ოფიციალურ გვერდებზე საშეჯიბრო განაცხადებში ჯერ-ჯერობით არ ფიგურირებენ. მიუხედავად ამისა, ჩვენი გვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ ბაქოს გრან სლემზე იაპონელთან შეხვედრისას მიღებული ტრავმის მოშუშებას და პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე დარჩენილ სალიცენზიო შეჯიბრებში იასპარეზებს ქართველი მძიმეწონოსანი ქალი სოფიო სომხიშვილი.


და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატამდე 10 ჯუდოკა კაცის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი კიდევ ერთ სალიცენზიო ტურნირზე აბუ დაბიში. IJF-ის გრან სლემის მორიც ტურზე, ევროპის ჩემპიონატის გუნდიდან მხოლოდ, ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს.