საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ახალ, ქალთა შორის ერთა ლიგის მეორე კალენდარულ მატჩში პირველი ქულა აიღეს. C2 ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა, ჩვენმა გუნდმა ლუქსემბურგში ჩაატარდა და ადგილობრივ ქალთა ნაკრებთან ფრედ, 1-1 ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში, ირის ანტმანის ფეხბურთელებმა გახსნეს. 27-ე წუთზე ნინო პასიკაშვილის ჩაწოდებული საჯარიმოს გამოტანა მასპინძლებმა კი მოახერხეს, თუმცა, საქართველოს ნაკრების გამოცდილმა ფეხბურთელმა ანა ჩემინავამ შორი მანძილიდან მაინც მოახერხა გოლის გატანა. მასპინძლებმა, 34-ე წუთზე მოახერხეს.
საერთო ჯამში, მატჩი მინდვრის ცენტრში ვითარდებოდა და დიდად მეტოქეებს ერთმანეთი არც შეუწუხებიათ. თუმცა, კარში დარტყმებით მეტოქემ აშკარად გვაჯობა 11 დარტყმიდან, 5 კარის ჩარჩოს მიმართულებით იყო შესრულებული, მაშინ როცა, ჩვენ მხოლოდ 6-ჯერ დავარტყით და აქედან მხოლოდ 3-ჯერ კარის ჩარჩოში. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით საინტერესო ორო მომენტი იყო, 72-ე წუთზე, როდესაც შეცვლაზე შემოსული ნინო ბუხრიკიძის დარტყმული მცირე მანძილით ასცდა კარს და მასჯის მიერ კომპენსირებული დროის საწყის წუთზე, ქართველთა მეკარის სვეტლანა გაბელაიას „სეივი", რომელმაც რეალურად ქულა გადაგვირჩინა.
მატჩის ოფიციალური სტატისტიკა
სხვათა შორის, განსხვავებით მასპინძლებისგან, რომლებმაც შეხვედრის ბოლო წუთზე, რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოიყვანეს მინდორზე, ქართული გუნდი უფრო გამოცოცხლდა და მთელი დამატებული დრო მეტოქის ნახევარზე, შეტევაში გაატარა. თუმცა, საქმე გოლამდე ვერ მივიდა.
უეფა-ს ქალთა შორის ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრებს ჩვენი გუნდი უკვე, ოქტომბერში ჩაატარებს. ჯერ 27 ოქტომბერს ლიეტუვას გასვლაზე დაუპირისპირდება, 31 ოქტომბერს კი, სახლში ამავე ნაკრებს უმასპინძლებს. ამ ტურში, თურქეთმა ლიეტუვას უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა.
ორი ტურის შემდეგ, ჯგუფს, ქულების მაქსიმუმით თურქეთი ლიდერობს, 4 ქულა აქვს ლუქსემბურგს, საქართველოს კი, ჯერ, მხოლოდ 1.