აურზაური „აიაქსში“... და ზოგადად, ფანების ძალა!
აურზაური „აიაქსში“... და ზოგადად, ფანების ძალა!
25.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეს თემა ალბათ, რიგითი საფეხბურთო სკანდალი იქნებოდა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ვებ-გვერდი, სპეციფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ ქართული თემატიკის გარშემო ტრიალებს, ამ ამბავსაც დიდ დროს არ დავუთმობდით, თუმცა, „აიაქსში" შოთას და ქინქის შემდეგ, ჟორჟი მივიდა, თან არც თუ დიდი ხნის წინ და შესაბამისად, ამსტერდამული კლუბის ამბებმა ჩვენც აგვაღელვა.


რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ბათუმში, ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩის დაწყებისას, ბათუმის „დინამოსა" და „დინამო თბილისის" გუნდებს შორის, თბილისელთა ფან-კლუბი „ჩაბარგდით, თქვენ არ ხართ დინამო თბილისი" შინაარსის ბანერს გადმოფენდა, ყურადღების მისაქცევად მცირე პირო-შოუს მოაწყობდა და სტადიონს დატოვებდა, ამსტერდამში, „აიაქსისას" და „ფეიენოორდის" დაპირისპირება ამსტერდამული კლუბის ქომაგმა ჩაშალა. იმ ქვეყანაში, სადაც გულშემატკივრის ხმა, თუნდაც, მცირერიცხოვნის,  კარგად ესმით, გულშემატკივრის პროტესტის კატეგორიული ეს ფორმა სათანადოდაც შეაფასეს.


სხვათა შორის, ცოტა ხნით ადრე, ბათუმის „დინამოს" ფან-კლუბმაც, „პირატებმაც" გამოთქვეს პროტესტი ბათუმური კლუბის წარუმატებელი გამოსვლის გამო, ძირითადად ევროტურნირებზე. ეს გახდა, „დინამო თბილისისა" და მისი ფან-კლუბის, მჯერა, დროებითი უთანხმოების მიზეზით. წარუმატებელი გამოსვლით უკმაყოფილო „ჯუნგლებმა", ქუთასის „ტორპედოში" რადიკალურად შეცვალეს გარემოება. თუ ფეხბურთი გიყვარს, ვერ ხედავ საკუთარ თვალში ხიჭვს, მაშინ ის, ვინმემ უნდა დაგანახოს - ამას ტრადიციულად ფან-კლუბები აკეთებენ, ხშირად რადიკალური ზომებითა და გადაწყვეტილებებით.




ამსტერდამის „აიაქსმა" დღეს, კლუბიდან სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატის დათხოვნის შესახებ, ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მიზეზად, კლუბის შიგნით, უნდობლობა დაასახელა. დიდი ალბათობით, კლუბში სხვა საკადრო ცვლილებებიც არ დააყოვნებს. მით უმეტეს, რომ წინ ლიგის თამაშებია. ამავე დროს, იმეტს ვიტოვებთ, რომ ამ აურზაურში, ჟორჟი არ გაიჭყლიტება!


შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საკუთარ კედლებში „აიქსი", „ფეიენოორდათან" 0-3 აგებდა, გულშემატკივარმა სტადიონზე პიროს გადმოყრა დაიწყო. მატჩი თავდაპირველად შეჩერდა, თუმცა, არ შეჩერდა პროტესტი და ორგანიზატორები, იძულებულნი იყვნენ მატჩი შეეწყვიტათ. გიორგი მიქაუტაძე, ამ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მონაწილეობა არ მიუღია. ბუნებრივია, „აიაქსის" „სამეფო თამაშები" თამადებად, მაგრამ ჩვენ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ბედი უფრო გვადარდებს, რომლის „უთამაშებლობაც" და სტრესულ გარემოში ყოფნაც, აუცილებლად აისახება მის სანაკრებო თამაშებზე.


ახლა, ერედივზიონში, ამსტერდამულ გუნდს გულშემატკივრის გარეშე მოუწევს ცოტა ხანი დარჩენა, რადგან ფანების ჯგუფის ქმედებებს, შესაბამისი სანქციებიც მოჰყვა. გადადებული მატჩის ჩატარება, უფრო სწორად დარჩენილი დროის თამაში კი, „აიაქსსა" და „ფეიენოორდს" ნოემბრის დასაწყისში მოუწევთ. მიმდინარე კვირაში, ნიდერლანდების თასის გათამაშებაც არის, თუმცა, „აიაქსი" არ ითამაშებს.



ფოტოები: (C) Getty Images / "ელიტა" - "დინამო თბილისის" ფან-კლუბი