2022-2023 წლების საციგურაო სეზონის დასრულების შემდეგ, ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას წყვილის დაშლამ, ფიგურული ციგურაობის ქართველო მოყვარულები ცოტა შეაფიქრიანა, თუმცა, ლუკა მეწყვილის გარეშე დიდხანს არ დარჩენილა. მისი პარტნიორი ასევე ჩვენი, ქართული გუნდის კიდევ ერთი წევრი ანასტასია მიტოლკინა გახდა, რომელიც წლების მანძილზე დენის პარკმანთან ერთად, ჩვენი გუნდის ღირსებას იცავდა.
წყვილმა სამთვიანი ვარჯიშის შემდეგ, 2023-2024 წელების სეზონზე, ჯერ სტამბოლის, ამჯერად კი, ბუდაპეშტის ასაკობრივი ტურნირების გრან პრის ეტაპების მოგება მოახერხა და საქართველო ისტორიაში პირველად, 6 დეკემბერს, პეკინში, სპორტული წყვილების კატეგორიაში გრან პრის ფინალში იასპარეზებს.
გრან პრის ფინალი ამ სფეროს ერთერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატია. საკვალიფიკაციო ქულებს მოციგურავეები გრან პრის სხვადასხვა ეტაპებზე მიღწეული შედეგებით აგროვებენ. ფინალში ასპარეზობის უფლებას კი, მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 6 მონაწილე წყვილი მოიპოვებს, ვისაც ყველაზე მაღალი ჯამური სარეიტინგო ქულა ექნება. წელს ახალგაზრდებს შორის ანასტასია და ლუკა ერთადერთი წყვილია, ვინც სარეიტინგო ქულების მაქსიმალური კომბინაცია დააგროვა.
ფოტო: © getty images