მესამე და სამართალი!
მესამე და სამართალი!
24.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ლერი აბულაძემ, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ფინალი მოიგო. ქართველმა, ბელგრადში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მოჭიდავეებისთვის, როგორც თავისუფალი, ასევე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთათვის, აბულაძის ოქროს მედალი ერთადერთია, რაც 2023 წელს სერბეთში შევძელით და მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში, ჩვენ ჯერ ვერ მოვიპოვეთ ოლიმპიური ლიცენზია (რაც ბევრი კითხვაზე პასუხს საჭიროებს ალბათ), „თავისუფლების" ხარჯზე, ორი ლიცენზია უკვე არის და პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე ჯერ კიდევ დრო, რომ მოვახერხოთ სასურველი ლიცენზიების მოპოვება და შემდეგ, ოლიმპიურ თამაშებზე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.


მანამდე კი, 63 კგ კატეგორიაში მოასპარეზე ლერი აბულაძემ (აღნიშნული წონაში ოლიმპიური ლიცენზია არ თამაშდებოდა) ფინალამდე გზა 1/8 ფინალიდან დაიწყო სადაც თურქი ენეს ბაშარი 4-3 დაამარცხა. მომდევნო შეხვედრაში ბოლოს აღებული ქულის უპირატესობით მოუგო უკრაინელ ალექსანდრ ჰრუშინს,  (1-1). ნახევარფინალში 3-1 აჯობა ფრანგ სტეფან კლემენს.  ქართველისთვის, ზედიზედ მესამე ფინალში კი, შეხვედრის ბოლოსკენ, მოახერხა სასურველი ქულის აღება (2-2)  და მოცემული უპირატესობის ხარჯზე აზერბაიჯანელი მურად მამადოვის დამარცხება მოახერხა.


2023 წელს აბულაძემ „დუბლი" შეასრულა, მსოფლიო ჩემპიონობამდე ქართველმა ევროპის ჩემპიონატიც მოიგო.


აქვე შეგახსენებთ, რომ ბელგრადში, აბულაძის გარარჯვებამდე, ორი დღით ადრე ვერცხლის მედალს დაეუფლა ნუგზარ წურწუმია (55 კგ).

 


საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფოტო