ნუგზარ წურწუმიამ, ფინალი ვერ მოიგო, თუმცა, 2018 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ მეხუთედ მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო სამეულში მოხვდა. აქედან, 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონობის გემოც იგემა, 2022 და 2023 წლებში კი, ფინალში გავიდა.
სერბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში, 55 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა, ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო და ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, თუმცა ფინალში, აზერბაიჯანელ აზიზლისთან 13-4 დამარცხდა და მხოლოდ, მეორე ადგილს დასჯერდა. წურწუმიამ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლის მედალი ახლახან გარდაცვლილ დედას მიუძღვნა!
ხვალ, ბელგრადში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდებიან ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში - 63, 67 და 87 კილოგრამ წონით კატეგორიებში. საქართველოს ნაკრებიდან ამ დღეს, ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ) იასპარეზებენ. საკვალიფიკაციო ეტაპების შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში, ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც თამაშდება 60, 67, 77, 87, 97 და 130 კგ წონით კატეგორიებში.
ფოტო: © uww.org