ხვალ, ბაქოში, ტრადიციული გრან სლემის ბოლო საასპარეზო დღეა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ტატამზე, -90კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცს, თორნიკე ფოლადაშვილს, -100 კგ-ში ილია სულამანიძეს, ერეკლე ბაზიერიშვილს, +100კგ-ში გელა ზაალიშვილის, გურამ თუშიშვილს, +78კგ-ში კი, სოფიო სომხიშვილის გამოსვლას ველით.
მანამდე კი, ქართული გუნდი, მხოლოდ ერთი ვერცხლის მედლის ამარაა, -57 კგ წონით კატეგორიაში, ეთერ ლიპარტელიანს, ცოტა დააკლდა, რომ საკუთარი დაბადების დღისთვის ბაქოს გრან სლემის ოქრო მიეძღვნა საჩუქრად. თუმცა, კოსოვოელ ნორა გიაკოვასთან ფინალურ დაპირისპირებაში, კოსოვოელის მიერ შეხვედრის დაწყებიდან 1'23'' აღებული ვაზარი, საკმარისი გამოდგა, რომ ქართველი ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერებოდა.
ასპარეზობის პირველ დღეს, მედლის მოგებასთან ახლოს იყო -60კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი. თუმცა, ქართველმა ჯერ 1/2 ფინალი, შემდეგ კი, რეპეშაჟის ფინალიც წააგო და მედლის გარეშე დარჩა.
მედალთან ახლოს იყო ლაშა შავდათუაშვილიც. თუმცა, -73კგ-ში, „შავიმ" 1/2 ფინალში გასასვლელი ბრძოლა დათმო და შემდეგ, რეპეშაჟის ფინალში გადასასვლელ დაპირისპირებაშიც დამარცხდა.
ქართული გუნდის შემადგენლობა და ასპარეზობის სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.
აქვე, ჩვენი გვედრი სარგებლობს შემთხვევით და დაბადების დღეს ულოცავს ეთერ ლიპარტელიანს და მომავალ გრან სლემზე ვერცხლის ოქროში გადაცვლას უსურვებს.
ფოტო: (c) Sabau Gabriela / გაბრიელა საბაუ