დღეს, თბილისში, მაჩაბელზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის, „ბაკურიანი 2025" საორგანიზაციო ჯგუფი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების საკოორდინაციო კომისიის წევრებს, სპორტულ დირექტორს პიტერ ბრულის, „ბაკურიანი 2025"-ის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარეს ფლორინ მისკასა და საკოორდინაციო კომისიის წევრ მერლე კალიურანდის შეხვდა.
თამაშებამდე, რომელსაც 2025 წელს, თებერვალში, ბაკურიანთან ერთად, თბილისი და ბათუმი უმასპინძლებენ ალბათ, ერთ-ერთი გამოწვევა, ის ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომლებიც თამაშების შემდეგ, ქვეყნაში, სპორტის კონკრეტული სახეობების პოპულარიზაციის წინაპირობაა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, შეკრებილთ, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახე დეტალური ინფორმაცია წარუდგინა. სტუმრები, გაეცნენ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის სამუშაო გეგმაზე და მიმდინარეობაზე, რაც აღნიშული ეტაპისთვის დადებითადაც შეფასდა..
„ჩვენ გვაქვს 2015 წლის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების გამოცდილება, გვყავს კვალიფიციური კადრები, გვაქვს სამთავრობო მხარდაჭერა, რაც ერთგვარი წინაპირობაა იმისა, რომ ფესტივალამდე დარჩენილ დროში, ყველანი ერთად, ნაყოფიერად ვიმუშავებთ და ამ მნიშვნელოვან შეჯიბრებას მაღალ დონეზე ჩავატარებთ", - ამბობს, ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის პრეზიდენტი.
სეოკ-ის ფოტო