ბელგრადში ქართველი „კლასიკები“ პარიზის ლიცენზიების მოპოვებასაც შეეცდებიან
ბელგრადში ქართველი „კლასიკები“ პარიზის ლიცენზიების მოპოვებასაც შეეცდებიან
20.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

21 სექტემბრიდან ჩაებმებიან ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები. ქართველ „კლასიკთა" ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფედერაციის ოფიციალური ინფორმაციით ასე გამოიყურება:


55 კგ - ნუგზარ წურწუმია

60 კგ - ფრიდონ აბულაძე

63 კგ - ლერი აბულაძე

67 კგ - ჯონი ხეცურიანი

72 კგ - რამაზ ზოიძე

77 კგ - იური ლომაძე

82 კგ - გელა ბოლქვაძე

87 კგ - ლაშა გობაძე

97 კგ - გიორგი მელია

130 კგ - იაკობ ქაჯაია


ისევე, როგორც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ბერძნულ-რომაულში პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება  60, 67, 77, 87, 97 და 130 კგ წონით კატეგორიებში. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველო მოჭიდავეების ნაწილი, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ლიცენზიების ნაწილს, ვადაზე ადრე აიღებს.