ქართველები ევროტურნირებზე - მსაჯები და ფეხბურთელები
20.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
ხვალ, 21 სექტემბერს, ჟენევაში Stade de Genève-ზე უეფა-ს ევროპა ლიგის G ჯგუფის შეხვედრას, „სერვეტესა" და პრაღის „სლავიას" შორის, ქართველ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.
თამაშს, რომელიც თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება გიორგი ყრუაშვილი მოემსახურება, მას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ ასისტენტობას. მეოთხე მსაჯად კი, შეხვედრაზე ალეკო აფციაური იმუშავებს. აქვე, გეტყვით, რომ მატჩზე VAR-ის ოთახში პოლონელები პაველ პშკიტი და პიოტრ ლასიკი იმუშავებენ.
აქვე გეტყვით, რომ ამავე დღეს და დროს ბაქოში ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბახი" H ჯგუფის შეხვედრას გამართავს "მიოლდეს" წინააღმდეგ.
ოდნავ მოგვიანებით, 23:00 დაიწყება გიორგი მიქაუტაძის „აიაქსისა" და „მარსელს", ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი" კი, „სპორტინგს" შეხვდება.