საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, უეფა-ს ახალი, ქალთა შორის ერთა ლიგის ტურნირზე, რომელიც 2023 წლის სეზონიდან პირველად ტარდება, პირველ შეხვედრას თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე გამართვას. 22 სექტემბერს, 18:00 საათზე ირის ანტმანის გაწვრთილი გუნდი თურქეთის ქალთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თურქებთან და 26 სექტემბერს, ლუქსემბურგში გასამართ თამაშებისთვის, 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარე: თეონა სუხაშვილი ("ლანჩხუთი"), სვეტალნა გაბელაია („კოლხეთი", ხობი), ეკა თაბაგარი ("ლანჩხუთი")
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი ("ლანჩხუთი"), მარიამ კალანდაძე ("ლანჩხუთი"), სოფიკო ნარსია ("ლანჩხუთი"), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი", ეტლინგენი, გერმანია), თამარ ტატუაშვილი ("თრაბზონსფორი", თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი ("ლანჩხუთი"), ნინო გუჯაბიძე ("ლანჩხუთი"), სალომე გასვიანი („კვარტალი", თბილისი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: მარიამ ჯანიკაშვილი ("სამეგრელო", ჩხოროწყუ), ნინო პასიკაშვილი („კვარტალი", თბილისი), თინათინ ამბალია ("ლანჩხუთი"), ნათია დანელია („კვარტალი", თბილისი), ანა წულაია ("ლანჩხუთი"), თეონა თოდაძე („კოლხეთი", ხობი), ანა ჩემინავა ("თრაბზონსფორი", თურქეთი), თეონა ბაქრაძე ("თრაბზონსფორი", თურქეთი), ლიზი მწყერაშვილი ("სამეგრელო", ჩხოროწყუ), ნინო ბუხრიკიძე ("სამეგრელო", ჩხოროწყუ), ხატია ჭყონია („ბათუმი"), მაიკო ბებია ("სამეგრელო").
აღსანიშნავია, რომ სექტემბრის სადებიუტო ფანჯრის დროს, ქალთა ეროვნულს ვერ დაეხმარება თათია გაბუნია. ქართველთა გუნდის კარის ბოლოდროინდელმა ქართველმა მეკარემ ოპერაცია გაიკეთა და ამჟამად რეაბილიტაციას გადის.