მეორე წელია ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატიდან ოქროს მედლების გარეშე ბრუნდებიან. თუმცა, ბელგრადში დღეს, დასრულებულ ჩემპიონატზე ქართული გუნდის ყულაბაში კიდევ ერთი ვერცხლის მედალი აღმოჩნდა. 97 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გივი მაჭარაშვილმა, თურქი იბრაჰიმ ჩიფთჩი 6-2 დაამარცხა და მსოფლიო ჩეპიონატის ბრინჯაოს მედალთან ერთა, გენო პეტრიაშვილის მსგავსად, პარიზის 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა.
საერთო ჯამში, ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ბელგრადში 4 მედლის 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მოპოვება მოახერხეს. გუნდურ ჩათვლაში კი, ამერიკისა და ირანის შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავეს .
აქვე, შეგახსენებთ, რომ ხვალ სერბეთში საჭიდაო ტაიმ-აუტია, 21 სექტემბრიდან კი, საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.