ხვალ, ბელგრადში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედლებისთვის 97კგ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილი იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ ამ წონით კატეგორიაში, ხვალ ოლიმპიური ლიცენზიაც გათამაშდება. იმედს ვიტოვებთ, რომ მაჭარაშვილი გენო პეტრიაშვილის მსგავსად, მინიმუმ პარიზი 2024-ის ლიცენზიას მოიპოვებს.
მანამდე კი, დღეს, სერბეთში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული გუნდის ყულაბაში კიდევ ერთი ვერცხლის მედალი ჩაიდო. 79კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ამბროლაურიდან, ვლადიმერ გამყრელიძე ფინალში 4-1 წააგო და მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.
19 წამი დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე, რაჭის კიდევ ერთ წარმომადგენელს, მირიან მაისურაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, თურქი მეტოქემ ფეიზულა აქთიურქი 0-3 დაწინაურდა, მირიანმა ჯერ ქულა აიღო, შეხვედრის დასრულებამდე კი, ანგარიში გაათანაბრდა. თუმცა, დარჩენილ წამებში წამიერი უყურადღებობის გამო, თავი ვერ დაიცვა და საბოლოოდ 5-3 დამარცხდა.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოქროს მედალი არ არის. თუმცა, არის 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი.