ქალთა ეროვნული 22 სექტემბერს თურქეთს შეხვდება
ქალთა ეროვნული 22 სექტემბერს თურქეთს შეხვდება
18.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ახლა შესარჩევ ციკლს იწყებს. ირის ანტმანის გუნდი, უეფა-ს ახალი ქალთა ტურნირის ერთა ლიგა 2023-24  სადებიუტო გათამაშებაში C2 -ე  ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, ლუქსემბურგისა და ლიეტუვას ეროვნული ნაკრებები იქნებიან. მამაკაცთა ერთა ლიგის მსგავსად, რომელმაც საქართველოს მამაკაცთა ნაკრებს წინ წაწევის და თვითრწმენის კარგი შანსი მისცა, ქალთა ერთა ლიგაც ანალოგიური დატვირთვისაა და მეტ-ნაკლებად თანაბარ კლუბებს, დივიზიონში დაწინაურება შეუძლიათ.

რა დასამალია და C2 ჯგუფში ფავორიტად თურქეთის ნაკრები ითვლება, ქვეყანა, რომლის ჩემპიონატებშიც, ყველაზე მეტი ქართველო გოგონა ასპარეზობს, უკვე წლებია. სწორედ, თურქეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით პარასკევს, 22 სექტემბერს თბილისში. 26 სექტემბერს კი, ლუქსემბურგში, სტუმრად ვითამაშებთ.


აღნიშნული სანაკრებო ციკლისთვის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით უკვე ვარჯიშობს. ჩვენ შევედებით, უშუალოდ თამაშამდე, კვირის მანძილზე, კვლავ დავუბრუნდეთ გუნდის მზადებას.


საქართველოს ნაკრების თამაშების კალენდარი იხილეთ ბმულზე