სანაკრებო შესვენების შემდეგ ელიგაზე „დინამოებმა“ ქულები დაკარგეს
სანაკრებო შესვენების შემდეგ ელიგაზე „დინამოებმა“ ქულები დაკარგეს
16.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანაკრებო შესვენების შემეგ 16 სექტემბერს, ეროვნული საფეხბურთო ლიგა განახლდა. გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო სანაკრებო შესვენება უკვე 6-9 ოქტომბრიდან  (აქ იგულისხმება როგორც ეროვნული ასევე ახალგაზრდული ნაკრებების შეკრების დაწყების თარიღები) გამოცხადდება, ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს და განსაკუთრებით ლიდერებს, რომელთა წარმომადგენლებიც რეალურად არ ისვენებენ და სანაკრებო და საკლუბო მატჩებს შორის „გაბმულები" არიან, 16 სექტემბერს დაწყებული 25-ე ტურის გარდა, კიდევ 4 ტური აქვთ სათამაშო.

დღეს, კი სატურნირო ცხრილის ლიდერებმა, აღნიშნულ ტურში მძიმედ დაიწყეს (ტრადიციულად) და ქულები დაკარგეს. ბათუმის „დინამომ" თელავში, ადგილობრივ „თელავთან" 3 ქულა დაკარგა, თბილისში, „დინამო არენაზე" კი, ქართულ დერბიში „დინამო თბილისმა" ვერ მოუგო „ტორპედოს", თუმცა, თბილისში, ბოლო წუთებზე ქუთაისელთა კარში გატანილი და არჩათვლილი გოლი, რომელიც VAR-მა კი ამოწმა, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა გადამოწმება საჭიროდ, დიდხანს განსჯის და ალბათ, ჩაქირის მონაწილეობითაც.


ასეა თუ ისე, აჭარულმა დინამომ 2-1 წააგო, თბილისელებმა კი, ფრედ ითამაშეს, 1-1 და ახლა, სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე მყოფ ბათუმის „დინამოსთან" 4 ქულა აშორებთ. ბუნებრივია, ბათუმის „დინამოს" 20 სექტემბერს, გორის „დილასთან" გამოტოვებულ ტურში შეუძლია, კვლავ წინ გაიჭრას, მაგრამ სწორედ, ბათუმში გადაბარგებული ანდრეი დემჩენკოს გარეშე დარჩენილ გორის „დილას", სახლში ასე ადვილად არ მოუნდება შეხვედრის დათმობა.  ბათუმელებს კი, დიდი ალბათობით, მითუმეტეს რომ დღევანდელ შეხვედრაში ტრავმირებული ჯოვინო ფლამარიონის გარეშე მოუწევთ ასპარეზობა, უფრო 24 სექტემბრისთვის ენდომებათ თავის შენახვა - ამ დღეს, ბათუმში, „დინამოების" წლის მესამე დერბი შედგება.