შოთა ფარტენაძე ბელგრადის კლინიკაშია
შოთა ფარტენაძე ბელგრადის კლინიკაშია
18.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ქართველი მოჭიდავის შოთა ფარტენაძის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მას შემდეგ, რაც ქართველმა ფალავანმა, თავის სადებიუტო ჩემპიონატზე, 61 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დარბაზიდან ბელგრადის კლინიკაში აღმოჩნდა.

„შოთა ფარტენაძე ბელგრადის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას


61 კილოგრამ  წონით კატეგორიაში მოჭიდავე შოთა ფარტენაძემ გუშინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა. რეპეშაჟის ფინალის დასრულებიდან ორიოდ წუთში ფარტენაძემ მუცლის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო და დარბაზიდან გასვლა ვერ შეძლო.


ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს მიმართა და მათაც, პირველადი ზომები მიიღეს. შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს.


გამოკვლევამ აჩვენა, რომ სპორტსმენს ნაწლავი გაუსკდა და გადაუდებელი ოპერაციაც ჩატარდა. ექიმების განცხადებით შოთა ფარტენაძე კლინიკაში მინიმუმ ერთი კვირა დარჩება.


ვულოცავთ შოთას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებულ მედალს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!


სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ოპერატიულად მოგაწვდით!", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.