ოქროს გარეშე, მაგრამ ორი მედლით და ოლიმპიური ლიცენზიით
ოქროს გარეშე, მაგრამ ორი მედლით და ოლიმპიური ლიცენზიით
17.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების რამდენიმე კომპლექტი გათამაშდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ქართველებს ორის მოგების შანსი ჰქონდათ, აქედან ერთს, გენო პეტრიაშვილს, რომელმაც კონკრეტულად ამ ტურნირზე წარმატებული ასპარეზობით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა, მსოფლიო ჩემპიონობაც შეეძლო ეზეიმა. თუმცა, 125კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი, მხოლოდ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. გენომ, ფინალში ირანელ ამირ ჰასეინ ზარესთან უშანსოდ 0-11 წააგო და ამჯერად, მხოლოდ, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.


დღესვე, ფინალურ ბლოკში, 61 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა ფარტენაძემ, სადებიუტო მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალს მოიგო.


ხვალ, ბელგრადში,  მსოფლიოს ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ფინალისტები გამოვლინდებიან დარჩენილ ორ წონით 65კგ და 97კგ კატეგორიებში. ჩვენი გუნდისთვის მორიგი მედლების მოპოვებას ედემ ბოლქვაძე (65 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) შეეცდებიან.


მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტურნირზე, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში ( 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში) თამაშდება და თითოეულ აღნიშნულ წონაში პარიზის საგზურებს 5-5 უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს.