ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს კიდევ ერთხელ ინარჩუნებს
ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს კიდევ ერთხელ ინარჩუნებს
17.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მორიგი ოქროს მედლები მოიპოვა ატაცსა და აკვრაში და საერთო ჯამშიც ოქრო მოიგო. ამასთან, ზედიზედ მეშვიდედ გახდა მსოფლიოში ჩემპიონატის გამარჯვებული და მსოფლიოში მეორე სპორტსმენი, რომელმაც ამის გაკეთება 7-ჯერ მოახერხა. კიდევ, რამდენ წელს მოახერხებს ტალახაძე მსოფლიოს გაოცებას რთული გამოსაცნობია, თუმცა, უახლოეს ხანში, ის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეულის გამეორებას და ახალი რეკორდების დამყარებასაც შეეცდება. ამის იმედი, ქართველ ქომაგებს აქვთ.

მანამდე კი, საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსანთა  მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა,  მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს  მრავალგზის წლის საუკეთესო ძალოსანმა - ლაშა ტალახაძემ დღეს, ჯერ ატაცში, ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის შეკვეთილი წონები 208/215/220 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა, შემდეგ კი, აკვრაში -  245 და 253 კილოგრამი დააფიქსირა. საერთო ჯამში, ორჭიდში მის მიერ დაძლეულმა წონამ 473 კგ შეადგინა.


ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 13 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ სომხეთის წარმომადგენელს, ვარაზდატ ლალაიანს.


აღნიშნულ ტურნირზე სადაც, პარიზის ოლიმპიური თამაშების სარეიტინგო ქულებიც გერიცხებოდა, ქართველთაგან,  61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძემ ატაცში, 136 კილოგრამი დაიმორჩილა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 161 კილოგრამი დაძლია აკვრაში, რაც მე-13 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ბრინჯაოს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 297 კილოგრამით.