ასათიანის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდი გამარჯვებით გახსნა
ასათიანის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდი გამარჯვებით გახსნა
15.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოსა და სომხეთის ფუტსალის ეროვნული ნაკრებების მატჩის წინა დღეს, ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბიდან გვითხრეს, რომ ფეხბურთელებს, ლაპარაკია ნატურალიზებულ ბრაზილიელებზე, გუნდში კი ასეთი საქართველოს ნაკრებში უკვე 9 ფეხბურთელია (შაგინია, თალესი, ბინიო, სიმი საიოტი, რონინიო, ფერნანდო დრასლერი, ჩიმბა და ბრუნო გომესია), კარგად ავუხსენით, თუ მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, რა დატვირთვა ჰქონდა კონკრეტულ მატჩს ქართული გუნდისთვის და საქართველოსთვის.

„სომხეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, რაც მოედანზეც დადასტურა. რეალისტები უნდა ვიყოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრი ჯერ ნაადრევია. დღევანდელი გამარჯვება ერთ-ერთი ნაბიჯი იყო ამ გზაზე. წინ ბევრი თამაშია და მთავარია ეს მუხტი შევინარჩუნოთ. ხუთ დღეში პორტუგალიასთან გველის რთული თამაში და ბევრი უნდა ვიშრომოთ. თუ მომავალშიც ამდენი მაყურებელი ივლის ჩვენს თამაშებზე, დარწმუნებული ვარ, ყველას ერთად დავამარცხებთ", - ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი, რომელსაც დღეს, სფფ-მ ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებული 100 შეხვედრის გამო, ავთუკას  სიმბოლური საჩუქარი შეხვედრის დაწყებამდე დასრულდა.




შეხვედრა კი, როგორც უეფა-ს ეგიდით გამართული ყველა მატჩი 21 სექტემბრამდე, წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელიც, მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრით დაღუპულთა პატივსაცემად, მთელი ევროპის მასშტაბით ტარდება.


რაც შეეხება შეხვედრას, მეზობლების (სხვათა შორის სომეხთა შემადგენლობაში, განაცხადში მყოფი 14 ფეხბურთელიდან, მხოლოდ 5 იყო სომეხი ეროვნების, დანარჩენი რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ნატურალიზებული ბრაზილიელი და რუსი მოთამაშეები) დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული, ბევრი მომენტით ორივე კართან და რაც მთავარია, საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.




საქართველოს ნაკრებმა ანგარიში ირაკლი თოდუამ გახსნა (9'32"), ტაიმის მიწურულს კი, ბრუნო გომესმა (18'18") სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმიც, ანალოგიური სცენარით განვითარდა, თუმცა, ქართული გუნდის შეტევებს გოლი აღარ მოჰყოლია. უფრო მეტიც, უეფა-ს საიტზე გამოქვეყნებულ სტატისტიკის მიხედვით, ზვიად კუპატაძის კარის ჩარჩოს მიმართულებით, სომხებმა 11-ჯერ დაარტყეს. საპირისპიროდ, ჩვენ მხოლოდ 7-ჯერ. აქედან, თუკი ჩვენ, უბრალოდ რამდენიმე მომენტში არ გაგვიმართლა და ანგარიში ვერ გავზარდეთ, თამამად შეიძლება თქვას, რომ რამდენიმე მომენტში კუპატაძემ 100%-ით გვიხსნა.




„სომხეთის ნაკრები ძლიერი გუნდია. დაიმატეს ლეგიონერები და საკმაოდ თანაბარი თამაში გამოვიდა. სამი ქულა ავიღეთ და გეგმა შევასრულეთ. ახლა უკვე პორტუგალიაში გასამართ თამაშზე ვფიქრობთ. მოხარულები ვართ დღეს მოპოვებული გამარჯვებით, თუმცა გზა გრძელდება და ვეცდებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ", - ამბობს მატჩის შემდეგ ირაკლი თოდუას. რაც შეეხება ქართველთა რიგებიდან მეორე გატანილი გოლის ავტორს, ბრუნო გომესს, ის აშკარად, ქართველი ბავშვების ფავორიტი გახდა, თუმცა, ამ ჯერზე, მედიასთან კომენტარისგან თავი შეიკავა და სამომავლოდ, ქართულ ენაზე დაგვპირდა მის გაკეთებას.


ბუნებრივია, შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული და ალბათ, შეცდომას უნდა დავაბრალოთ, რამდენიმე მომენტში ბელარუსი ოლგა პავლიუტის გადაწყვეტილებები, რომელიც ცალსახად ქართული მხარის საზიანოდ იღებდა გადაწყვეტილებებს, ვიდრე უშუალოდ მატჩის მსვლელობისას, მას შეცდომისკენ მესამე მსაჯმა, თურქმა ჰაქან თეზჯანმა არ მიუთითა.




გამომდინარე იქიდან, რომ მატჩამდე ავთანდილ ასათიანის გუნდმა მხოლოდ 3 დღე მოასწრო ერთად ვარჯიში, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომდევნო შეხვედრებისთვის, ჩვენები კიდევ უფრო მეტად შეთამაშდებიან.


მომდევნო მატჩი საქართველოს ნაკრებს პორტუგალიაში, 21 სექტემბერს (22 სექტემბრის დაწყებისთანავე) აქვს და ის, თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება. 2023 წელს, მიმდინარე ციკლში ჩვენი გუნდი კალენდარი ასე გამოიყურება:

21 სექტემბერი პორტუგალია - საქართველო

7 ოქტომბერი საქართველო - ფინეთი

11 ოქტომბერი ფინეთი - საქართველო




აღნიშნული მატჩების გარდა, საქართველოს ნაკრებს დარჩება ერთი შეხვედრა შინ გასამართი პორტუგალიასთან და ერთიც გასვლითი შეხვედრა სომხებთან. თუმცა, აღნიშნული სათამაშო ფანჯრების შესახებ ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ არის გამოცხადებული.


მატჩის ფოტო-ამბავი (რედაქტირებული)