ხვიჩა კვარაცხელია - ფიფას ვერსიით 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებს შორის არის. ფიფა, ტრადიციულად წლის საუკეთესო ქალი და მამაკაცი ფეხბურთელების დასახელებისთვის და შემდეგ, დაჯილდოებისთვის ემზადება. მსოფლიოს მასშტაბით ყველა გულშემატკივარს შეუძლია ხმის მიცემა, ამისთვის საჭიროა სპეციალურ ბმულზე რეგისტრაციის გავლდა და 6 ოქტომბრამდე ხმის მიცემა. აუცილებელია ხმის მიცემისას შეარჩიო სამი ნომინანტი - შესაბამისად 1 უნდა მიანიჭოთ თქვენთვის ყველაზე სასურველს, 2 და 3 შესაბამისად, ვისაც, თქვენი რჩეულის შემდეგ, თვლით თქვენს რჩეულად.
აღსანიშნავია, რომ „კვარა" საკმაოდ ვარსკვლავურ შემადგენლობაში დასახელდა და მხოლოდ, მათ გვერდით ფიფა-ს გამოკითხვაში მონაწილეობაც კი, პრესტიჟულია. საქართველოდან, ხვიჩა კვარაცხელიას გვარი, ლიონელ მესის (არგენტინა), კილიან მბაპეს (საფრანგეთი), კევინ დე ბრუინის (ბელგია), ხულიან ალვარესის (არგენტინა), ვიქტორ ოსიმენის (ნიგერია), მარსელო ბროზოვიჩის (ხორვატია), ერლინგ ჰაალანდის (ნორვეგია), ილქაი გიუნდოგანის (გერმანია), როდრის (ესპანეთი), დეკლან რაისისა (ინგლისი), ბერნანდო სილვას (პორტუგალია) გვარებთან ერთად არის ნომინანტთა ჩამონათვალში.
საბოლოოდ, გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
საუკეთესო კაცი ფეხბურთელი
საუკეთესო ქალთა გუნდის მწვრთნელი
საუკეთესო კაცთა გუნდის მწვრთნელი
საუკეთესო ქალი მეკარე
საუკეთესო კაცი მეკარე
მაყურებლის პრიზი
და ბოლოს, ქართველი ქომაგისთვის, რომელიც გასულ წელს, „კვარას" ხათრით იტალიურ სერია A -ში „ნაპოლის" ქომაგობდა, ესიამოვნებათ, რომ წლის საუკეთესო კაცი გუნდის მწვრთნელ ნომინანტთა შორის სპალეტიც არის დასახელებული.
ფოტო: (c) FIFA