ქალთა ლიგის 2023 წლის გათამაშება 13 სექტემბრიდან დასკვნით ფაზაში შევიდა სწორედ, დღეს დაიწყეს ასპარეზობას გუნდები ზედა და ქვედა ჯგუფები. აღნიშნულ ჯგუფებში, გუნდებს, სატურნირო ცხრილში ურთიერთშეხვედრებში აღებული ქულები გადაჰყვათ. თამაშები ორ წრედ, სახლი-გასვლის პრინციპით ტარდება და საერთო ჯამში გუნდები, 6-6 შეხვედრას ჩაატარებენ.
რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ზედა ჯგუფში „ლანჩხუთი", „სამეგრელო", „კვარტალი" და „ბათუმი" მოხვდნენ. სწორედ, ეს გუნდები გამოავლენენ მიმდინარე წლის გამარჯვებულს, საქართველოს ჩემპიონს. ზედა ჯგუფს თამაშების დაწყებამდე ჯგუფს 16 ქულით „ლანჩხუთი" ლიდერობდა. 13 ქულა ჰქონდა „სამეგრელოს," 4 „კვარტალს" და 1 ქულა „ბათუმს".
13 სექტემბერს, ზედა ჯგუფის პირველი წრის პირველ ორ შეხვედრაში „ლანჩხუთი" - „ბათუმი" შეხვდა ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე და 4-0 დაამარცხა. გურულთა გუნდიდან ანგარიში სწრაფი გოლით მე-3 წუთზე მეგი ეჯიბიამ გახსნა და მანვე მე-17 წუთზე დუბლი გაიფორმა. 26-ე წუთზე, ლანჩხუთელთა მაისურით, მიმდინარე სეზონში სადებიუტო გოლი გაიტანა ლელუ ჭიჭინაძემ. შეხვედრას წერტილი კი, 53-ე წუთზე ლანა გორგაძემ დაუსვა.
ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა, თბილისში, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამო თბილისის აკადემიის მოედანზე, „სამეგრელომ", „კვარტალს" უმასპინძლა. ჩხოროწყუელებმა შეხვედრა, 63-ე წუთზე, ნინო ბუხრიკიძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, 1-0 მოიგეს და სატურნირო ცხრილში, „ლანჩხუთს" „გაქცევის" საშუალებაც არ მისცეს.
ზედა ჯგუფის სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე
დღესვე დაიწყო ასპარეზობა ქვედა ჯგუფმაც. აქ, ბოლო ადგილზე გასული გუნდი, მინიმუმ ერთი წლით ძლიერთა ლიგას დაემშვიდობება და ქალთა ლიგა 2-ში ჩაინაცვლებს. ამჯერად, ქვედა ჯგუფში მოხვდნენ და ქალთა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად სოხუმის „დინამო", „ნორჩი დინამო", ხობის „კოლხეთი" და ქუთაისის „მართვე" იბრძოლებენ.
ამ ჯგუფის პირველ ტურში ხობში, პაატა თათარიშვილის სახელობის სტადიონზე, ხობი „კოლხეთმა" ერთბურთიანი სხვაობით 3-2 სძლია ქუთაისის მართვეს.
თბილისში, სფფ-ს დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში კი, სოხუმის „დინამო", ასევე მინიმალური ერთბურთიანი სხვაობით 1-2 დამარცხდა „ნორჩ დინამოსთან".
ამ ჯგუფში, პირველი ტურის შემდეგ 12-12 ქულა აქვთ „ნორჩ დინამოსა" და ხობის „კოლხეთს". სოხუმის „დინამო" კი 7 ქულით ბოლო ადგილზეა. მას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს ქუთაისის „მართვე".
ქვედა ჯგუფის სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე