დღეს ნეთანიაში, წყალბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. წინასაოლიმპიადო ტურნირი, იმითაც არის საინტერესო, რომ განსხვავებული, შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ჩემპიონატი ისრაელში, 2024 წლის იანვარში გაიმართება.
საქართველო, პირველი დივიზიონის B ჯგუფში იასპარეზებს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან უნგრეთთან, ვიცე-ჩემპიონთან საბერძნეთთან და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლების მფლობელ იტალიის ნაკრებებთან ერთად.
წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ უკვე სადებიუტო, ჩემპიონატის გახსნით მატჩში გულშემატკივარს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის ფინალის „გადათამაშება" ელით უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის. სწორედ, ამ ორ გუნდთან ერთად მოხვდა საქართველოს ნაკრები და ჩვენთან ერთად კიდევ იტალია, რომელის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანია. შესაბამისად სპეციალისტები, ჯგუფის აუტსაიდერად, სწორედ, ჩვენს ნაკრებს მიიჩნევენ.
წყალბურთში, ევროპის 98-წლიანი ისტორიის მანძილზე, ისრაელში, 16 ნაკრების ნაცვლად 32 გუნდი ორ დივიზიონში იასპარეზებს. აღნიშნულ დივიზიონებში გუნდები 2022 წლის სექტემბრისა და ივნისში გამართული საკვალიფიკაციო ტურნირის რეიტინგის მიხედვით გადანაწილდნენ. აღნიშნული ფორმატი, წყალბურთის საერთაშორისო ფედერაციას, ასაკობრივ ჩემპიონატებზე უკვე დანერგილი აქვს და ირწმუნება, რომ მსგავსი ფორმატი, ეროვნული ნაკრებების დონეზე, უფრო მეტ საინტერესო თამაშს შესთავაზებს წყალბურთის მოყვარულებს.
თუმცა, ამ ჩემპიონატს კიდევ ერთი ინტრიგა აქვს - იმ შემთხვევაში, თუკი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს მოიგეს უნგრეთი ან საბერძნეთი, მაშინ, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშების საგზურს, ამ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რეიტინგით ყველაზე მაღალი შედეგის მქონე გუნდი მოპოვებს და ევროპული კონტინენტის კვოტას შეავსებს.
ფოტო: © len.eu