ძველი და ახალი სახელები მორიგ სიმაღლეებზე
ძველი და ახალი სახელები მორიგ სიმაღლეებზე
12.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ცნობით, 2023 წლის 20 აგვისტოსა და 2 სექტემბერის  შუალედში, სვანეთში რამდენიმე წარმატებული ექსპედიცია ჩატარდა. მათში მონაწილეობდნენ არჩილ ბადრიაშვილმა, თემურ ქურდიანმა, ავთანდილ ჯაფარიძემ, ნარიმან ჯაფარიძემ და ბეშქენ ფილფანმა მიიღეს. ექსპედიციის მონაწილეები თეთნულდსა და უშბაზე ავიდნენ.

ფედერაციის ვებ -გვერდის ინფორმაციით,  არჩილ ბადრიაშვილის და თემურ ქურდიანის ჩაბმამ, თეთნულდის (4,860 მ.) სამხრეთ ფერდი და ქედი პირველებმა გაიარეს. პირველ-გავლა ახალი, 1700 ვერტიკალური მეტრი სიმაღლის გზით, თეთნულდზე ადიშის ხეობის მხრიდან შესრულდა, სწორად და მსუბუქ სტილში, უშუალოდ მარშრუტი კი, კი სპორტსმენებმა დაფარვა მწვერვალამდე ერთი დღის განმავლობაში დაფარეს. მწვერვალზე ასვლას წინ, სააკლიმატიზაციო გასვლა  უსწრებდა მწ. ლაილაზე (4,000 მ.).


რაც შეეხება მეორე ექსპედიციას, მასში ბეშქენ ფილფანი, ავთანდილ და ნარიმან ჯაფარიძეები მონაწილეობდნენ.   ჩაბმამ გაიარა ჩრდილო უშბის (4,695 მ.) ჩრდილო ქედი, სწრაფ და მსუბუქ სტილში.  სამეულმა ერთი ღამისთევით მოახერხა დაბა მესტიიდან მწვერვალის მიღწევა და შინ დაბრუნება. ბანაკში კავშირისთვის მათ ახლდათ ,,ჭაუხის ბანაკი 2023-ის" კიდევ ერთი მონაწილე, მარიამ გელაშვილი. აღსანიშნავია, რომ მოსამზადებელ ეტაპზე, ამ შემადგენლობამ დოლაყორას მწვერვალი, კლდოვანი გზით დალაშქრა.



სმგფ-ის ფოტო