ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდურის ჩეპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა მოჭადრაკეებმა ფინალურ შეხვედრაში, ორივე მატჩში დაამარცხეს ყაზახი მოჭადრაკეები და დამაჯერებლად მოიპოვეს ჩემპიონობა.
პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში დასრულებულ მსოფლიოს გუნდური პირველობაზე ქალთა შორის საერთო ჯამში 12 გუნდი ასპარეზობდა. ქართველებმა ქალებმა, მეოთხედფინალში ჩინეთის ნაკრები, ნახევარფინალში აშშ-ს გუნდი დაამარცხეს და ფინალში, როგორც აღვნიშნეთ ყაზახეთის ნაკრებს მოუგეს.
ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა:
ბელა ხოტენაშვილი (2423)
მერი არაბიძე (2349)
მერი არაბიძე (2349)
ნინო ბაციაშვილი (2366)
ლელა ჯავახიშვილი (2342)
სალომე მელია (2267)
გუნდის კაპიტანი - დავით ჯოჯუა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებმა, ზუსტად ამ შემადგენლობით, 2015 წელსაც გაიმარჯვა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე.