ხვალ ქართველი მსაჯები და ნაკრებები...
ხვალ ქართველი მსაჯები და ნაკრებები...
11.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე, სოფიაში „სლავიას" სტადიონზე ქართველ მსაჯთა ბრიგადა ირაკლი კვირიკაშვილი (მთავარი მსაჯი), დავით ახვლედიანი, დავით გაბისონია (ასისტენტები) და ირაკლი ხერხაძე (მეოთხე მსაჯი) უეფა-ს 21-წლამდე ევრო 2025-ის D ჯგუფის შესარჩევ მატჩს მოემსახურებიან.  ქართველები, ბულგარეთისა და ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრას განსჯიან.

ხვალვე, 20 საათზე დაიწყება შეხვედრა კიშინიოვში, სადაც იმავე გათამაშების C ჯგუფში, მოლდოვა, საქართველოს 21-წლადებს უმასპინძლებს. „ზიმბრუს" სტადიონზე, რამაზ სვანაძის გუნდის შეხვედრას ფინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.


და აქვე გეტყვით, რომ ხვალვე, თბილისის დროით 22:45 საათზე ოსლოში, ნორვეგიის ეროვნული ნაკრები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიიღებს. თამაშს, მონტენეგროელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის, VAR-ის ოთახიდან კი, შეხვედრას სლოვენიელები მიადევნებენ თვალს.