საქართველოს ახალგაზრდა ჯუდოკები ევროპის გუნდური ჩემპიონები არიან
საქართველოს ახალგაზრდა ჯუდოკები ევროპის გუნდური ჩემპიონები არიან
10.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში,  ქართველმა ძიუდოისტებმა ანგარიშით 4-1 დაამარცხეს ტურნირის მასპინძელი ნიდერლანდების ნაკრები.

ქართველებმა ჩემპიონობისკენ ასპარეზობა პირველი რაუნდიდან დაიწყეს, სადაც 4-1 საბერძნეთი დაამარცხეს. ქართული გუნდიდან შეხვედრები მოიგეს ეთერ ასკილაშვილმა (-70კგ), თამაზ კობერიძემ (-90კგ), გიორგი ბადუაშვილმა (+90კგ) და ნინო ლოლაძემ (-57კგ).


4-1 გაიმარჯვა ჩვენმა გუნდმა მომდევნო, 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში, სადაც პორტუგალიელებს სძლია. ამჯერად ორთაბრძოლები მოიგეს ნონო ფერაძე (+70კგ), შალვა გურეშიძე (+90კგ), ნინო ლოლაძემ (-57კგ) და კოტე კაპანაძემ (-73კგ).


2-4 დასრულდა 1/2 ფინალური შეხვედრა გერმანიასთან, სადაც პირველი ქულა გერმანელებმა აიღეს, თუმცა, მომდევნო სამ დაპირისპირებაში შალვა გურეშიძემ (+90კგ), ნინო ლოლაძემ (-57კგ), გიორგი ტერაშვილმა (-73კგ), სამი შეხვედრა მოიგეს და 1-3 დაწინაურდნენ. თუმცა, ეთერ ასკილაშვილს შეხვედრის დათმობა მოუხდა და ანგარიში ერთ ქულამდე შემცირდა. აქ, თამაზ კობერიძემ (-90კგ) იმარჯვა და ქართულ გუნდს, ფინალური საგზური მოუტანა.


ფინალში, როგორც აღვნიშნეთ, ქართულმა გუნდმა, ტურნირის მასპინძელი, ნიდერლანდები 4-1 დაამარცხა.  ამჯერად, თავიანთი შეხვედრები მოიგეს შალვა გურეშიძემ (+90კგ), გიორგი ტერაშვილმა (-73კგ), ეთერ ასკილაშვილმა (-70კგ) და თამაზ კობერიძემ (-90კგ).


აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც გუნდური ჩემპიონატები შერეული ფორმატით ტარდება, ქართველი ჯუდოკები პირველად გახდნენ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულები.


გუნდური შეჯიბრის ტექნიკური ოქმი



ფოტო: © EJU