საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, რომელიც ჰააგაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობს, მეორე მედალი მოიპოვა - გიორგი ტერაშვილმა საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
გიორგი ტერაშვილი (73 კგ) შეჯიბრს მეორე წრიდან შეუდგა:მოიგო მაკედონიელ, ბელგიელ, ბულგარელ და ბრიტანელ მოწინააღმდეგეებს, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ოთარ კვანტიძესთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა. 20 წლის ტერაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში მეტოქეს ვაზარით მოუგო და ჩემპიონობა იზეიმა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ტერაშვილის საუკეთესო შედეგი იყო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაკავებული მეორე ადგილი.
საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი შემატა ლუკა ბაბუციძემ (81 კგ). მომავალმა პრიზიორმა გადამწყვეტ შეხვედრაში ორი ვაზარით უკრაინელი სტანისლავ კორხემლიუკი დაამარცხა.
ერთი დღით ადრე ჩემპიონობა მოიპოვა თენგო ზირაქაშვილმა (66 კგ).