მსოფლიო ევროპული ფინალის მოლოდინშია
მსოფლიო ევროპული ფინალის მოლოდინშია
08.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ფინალში სერბეთისა და გერმანიის ნაკრებები 10 სექტემბერს, მანილა არენაზე შეხვდებიან. დღეს, 1/2 ფინალურ დაპირისპირება გაიმართა. თუმცა, ვიდრე კონკრეტულად ამ მატჩებზე ვიტყვით, ცოტა ისტორიასაც გადავხედოთ.

აშშ-ს ნაკრები ფიბა-ს საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატებზე, გათამაშების ამ ეტაპზე მერვედ თამაშობდა და შესაბამისად, დღევანდელ ნახევარ ფინალში გამარჯვებით, კიდევ ახალ რეკორდზე წავიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, კანადა ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, ეს გუნდისთვის პირველი გამოჩენაა ნახევარფინალში. გერმანიას კი, 2002 წლის შემდეგ (ამ წელს მათ პირველად მოიგეს, ჯერ-ჯერობით ერთადერთი მედალი) ნახევარფინალში „დაბრუნდა". იუგოსლავიიდან „დამოუკიდებლობის" შემდეგ სერბეთი 2010 და 2014 წლების შემდეგ კვლავ ნახევარფინალშია (გუნდმა ამ წლებში ვერცხლის მედლები მოიგო).


ალბათ, ბუნებრივია, რომ ოთხივე გუნდი შეეცდება საბერძნეთის  101 ქულიანი რეკორდი მოხსნან. ჯერ-ჯერობით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ეს არის ყველაზე მეტი ქულა, რომელიც გუნდებს ჩაუგდიათ. 2006 წელს საბერძნეთმა, 1/2 ფინალში აშშ 101-95 დაამარცხა.


აშშ-ს კიდევ ერთი რეკორდი 1986 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამერიკელებმა, ნახევარფინალში, ბრაზილიას პირველ ტაიმში 60 ქულა ჩაუგდეს. აშშ-ს ეკუთვნის დავით თამაშში რეკორდი, როდესაც 1994 წლის ნახევარფინალში საბერძნეთთან დაფიქსირდა. აშშ-მ საკუთარ ფარში თამაშში მხოლოდ 58 ქულა გაუშვა.




ახლა, რაც შეეხება ფილიპინებზე, მანილაში მიმდინარე 1/2 ფინალებს. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი სერბეთი გახდა. სერბეთი რომელმაც პირველ ტაიმში მოახერხა დაწინაურება კანადის წინააღმდეგ და საბოლოოდაც გაიმარჯვა,  95 - 86 /  23-15, 29-24, 23- 24, 20- 23. აღსანიშნავია, რომ ევროპელებმა მთლიანად ჩემპიონატი ბევრი წამყვანი კალათბურთელის გარეშე ჩაატარეს და დამაჯერებლად ითამაშეს ½ ფინალი ისევე, როგორც მთელი მსოფლიო ჩემპიონატი.


ნახევარფინალამდე, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანია ერთადერთი რომელსაც მარცხი არ ჰქონდა. შესაბამისად, აშშ-სთან დაპირისპირებაში, სადაც ფავორიტებად ამერიკელები მიიჩნეოდნენ, გერმანელებისგანაც არ ელოდნენ გულ-ხელდაკრეფილი ყოფნას. პირველ მეოთხედში, ევროპელებმა 10 ქულითაც მოახერხეს დაწინაურება თუმცა, პირველი მეოთხედი, მხოლოდ 2 ქულით მოგეს 31-33, მეორე მეოთხედი 29-26 და შესაბამისად, ტაიმი 60-59 წააგეს, აშშ-ს ნაკრებმა კვლავ მოახერხა ერთ ტაიმში 60 ქულის აღება, თუმცა, ამავე მონაკვეთში, თავადაც 59 გაუშვა. მესამე მეოთხედში გერმანიამ სხვაობის ამოქაჩვა მოახერხა და მეოთხედი 11 ქულით,  24-35 მოუგო და ბოლო მეოთხედის წინ, შესვენებაზე 10 ქულიანი სხვაობით, 84-94 გავიდა. ჩვენს მიერ ნახსენები წლების წინ, ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრების მიერ დამყარებული რეკორდიც  (101 ქულიანი ზღვარი) გერმანიამ მოხსნა მეოთხე მეოთხედის მესამე წუთზე, როდესაც 2 ქულიანი (102-ე ქულა ევროპელებისთვის) მოროც ვაგნერმა მიითვალა. აშშ-მ ამ მეოთხედში მაქსიმუმი გააკეთა და მეოთხედი 27-19 მოიგო, თუმცა, ფინალში გასასვლელად ეს არ ეყო. გერმანიამ დაძაბულ და დრამატულ ორთაბრძოლაში, 111-113 მოიგო.




და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა. მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატების ისტორიაში ევროპული ფინალი ოთხჯერ ჩატარდა.

1978 იუგოსლავია - სსრკ   / 82-81 (ოვერ-ტაიმი)

1990 იუგოსლავია - სსრკ  / 92-75

1998  იუგოსლავია - რუსეთი / 64-62

2006 ესპანეთი - საბერძნეთი /   70-47


ევროპულ-ამერიკული დუელები

1982 სსრკ - აშშ / 95-94

1986 აშშ -სსრკ //87-85

1994 აშშ - რუსეთი /137-91

2002 იუგოსლავია - არგენტინა / 84-77 (ოვერ-ტაიმი)

2010 აშშ - თურქეთი /81-64

2014 აშშ - სერბეთი / 129-92

2019 ესპანეთი - არგენტინა / 95-75


მსოფლიო რეიტინგის #1 და #2 ნაკრებების გარშე ჩატარდა 5 ფინალი

1950  არგენტინა, აშშ

1954 აშშ, ბრაზილია

1959 ბრაზილია, აშშ

1967 სსრკ, იუგოსლავია

1974 სსრკ, იუგოსლავია


ფოტო: (c) FIBA