თენგო ზირაქაშვილმა ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა
07.09.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი
ჰააგაში (ნიდერლანდები) დაწყებული ახალგაზრდა ძიუდოისტთ ევროპის ჩემპიონატის პირველ დღე წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის - თენგო ზირაქაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზირაქაშვილი შეჯიბრს პირველი წრიდან შეუდგა. მომავალმა ჩემპიონმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა ჩეხი, იტალიელი, ფრანგი და პორტუგალიელი მეტოქეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ აიდინ რზაიევთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჰააგას ვაჟთა 9-კაციანი გუნდით ეწვია, გოგონათა გუნდს კი ხუთი წარმომადგენელი ჰყავს.