შოთა მიშველიძემ ატაცში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
შოთა მიშველიძემ ატაცში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
06.09.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

ერ რიადში (საუდის არაბეთი) მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით წარსდგა, მოპოვებულია პირველი მედალი.


მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა შოთა მიშველიძემ თავის კოლექციას მორიგი მედალი შემატა. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა ატაცში 136 კილოგრამი დაიმორჩილა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 161 კილოგრამი დაძლია აკვრაში, რაც მე-13 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ბრინჯაოს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 297 კილოგრამით.


ერ რიადის მსოფლიო ჩემპიონატს ის დატვირთვაც აქვს, რომ გარდა მედლებისა, პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც თამაშდება. ასე რომ, ამ მხრივ, მიშველიძემ ატაცში დაკავებული მესამე ადგილით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.