საქართველო მოქმედმა ჩემპიონმა „სამეგრელომ", უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი მოგებით დაიწყო. გივი კვარაცხელიას გუნდმა, მესამე ჯგუფის სადებიუტო მატჩი სლოვენიაში, ე.წ. მინი-ტურნირის მასპინძელი ქალაქის გუნდს პენალტების სერიაში 4-5 მოიგო და ჯგუფის მოსაგებად, 9 სექტემბერს ფინალში კვიპროსის „აპოლონს" შეხვდება. ჯგუფის ფინალის მოგებაში კი, ქართველი გოგონები, გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სხვა ჯგუფებში გამარჯვებულ, კიდევ 10 გუნდთან ერთად გადაინაცვლებენ.
მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ორი ტაიმი ფრედ ითამაშეს. ამასთან, პირველი დამატებითი ტაიმის დასაწყისშივე ორმა ქართველმა ფეხბურთელმა (92' ანა პავლიაშვილმა, 96' მაიკო ბებიამ) მეორე ყვითელი ბარათი (შესაბამისად გაწითლდა) მიიღო და ქართულ გუნდს, 9 ფეხბურთელით მოუხდა მთელი დამატებითი ტაიმების თამაში.
რაც შეეხება პენალტების სერიას, აქ, მასპინძლებმა მე-4 დარტყმა ააცილეს, გამარჯვების გოლი კი, ნინო ბუხრიკიძემ გაიტანა.