„სამეგრელო“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე პირველ შეხვედრას ხვალ ჩაატარებს
„სამეგრელო“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე პირველ შეხვედრას ხვალ ჩაატარებს
05.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

6 სექტემბრიდან საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს ქალთა ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებული „სამეგრელო", უეფა-ს 2023-24 წლების ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფურ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას.

41 ქვეყნის ჩემპიონიდან კლუბები, რომლებმაც საჩემპიონო რეიტინგში მე-8 ადგილიდან ქვედა ადგილები დაიკავეს, 11 მინი-ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ ტურნირებში 8 ჯგუფში 4-4, სამში კი, 3-3 გუნდია დაჯგუფებული და ე.წ. ოლიმპიური სისტემით ჯგუფის გამარჯვებულს გამოავლენენ. 11 გამარჯვებული ასპარეზობას, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლებს.


საქართველოს ჩემპიონი მესამე ჯგუფში მოხვდა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მე-3 ჯგუფში იასპარეზებს. გივი კვარაცხელიას გუნდი, რამდენიმე სლოვენიაში, მურაშია სადაც, სადებიუტო მატჩში, ხვალ, სწორედ „მურას" ქალთა გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.


ამ მატჩამდე ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელშიც კვიპროსის „აპოლონი", ჩრდ. მაკედონიის „ლიუბოტენს" დაუპირისპირდება, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.


9 სექტემბერს გაიმართება მატჩები მესამე და პირველი ადგილებისთვის.


ქართული გუნდი, ტურნირზე სახეცვლილი შემადგენლობით გაემართა. „სამეგრელომ" ქალთა ლიგაში შესვენების დროს 7 ლეგიონერი დაიმატა. გუნდში დაბრუნდა საქართველოს ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელი ლელუ ჭიჭინაძე, რომელმაც 2022 წლის სეზონში ქალთა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.


სამეგრელოს შემადგენლობა  

 


ქსკ „სამეგრელოს ფოტო