დღეს, მონაკოში, უეფა-ს ორი ევროტურნირის უეფა-ს ევროპა ლიგისა და ევროპის კონფერეს ლიგის ჯგუფური ეტაპების წილისყრა შედგა.
ევროპა ლიგაზე სადაც სამი ქართველის გიორგი მიქაუტაძის „აიაქსი", ოთარ კიტეიშვილის „შტურმი" და ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი" მოხვდნენ. წილისყრის შემდეგ, ქართველთა გუნდების მეტოქეები გაირკვა.
B ჯგუფი": „აიაქსი", „მარსელი", „ბრაიტონი", „აეკი"
D ჯგუფი: „ატალანტა", „სპორტინგი", „შტურმი", „რაკუვი"
H ჯგუფი: „ლევერკუზენი", „ყარაბაღი", „მიოლდე", „ჰაქენი".
თამაშების კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა ჯგუფური ექვსი თამაში 2023 წლის 21 სექტემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
მატჩის დღე 1: 21 სექტემბერი 2023
მატჩის დღე 2: 5 ოქტომბერი2023
მატჩის დღე 3: 26 ოქტომბერი2023
მატჩის დღე 4: 9 მატჩის დღე2023
მატჩის დღე 5: 30 მატჩის დღე2023
მატჩის დღე 6: 14 დეკემბერი 2023
21 სექტემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება ჯგუფური ეტაპის თამაშები ევროპა კონფერენს ლიგაზეც სადაც, საქართველოს ნაკრების კაპიტნის გურამ კაშიასა და ყოფილი კაპიტნის ჯაბა კანკავას „სლოვანი" ითამაშებს. ქართველების გუნდი A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად „ლილი", „ოლიმპია" და ქართველებისთვის ავბედითი „კლაკსვიკია".