ჩემპიონთა ლიგაზე ქართველების ჯგუფები ცნობილია
ჩემპიონთა ლიგაზე ქართველების ჯგუფები ცნობილია
31.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, უეფა-ს შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 32 გუნდი 8 ჯგუფში გადანაწილდა და 18 სექტემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, ტრადიციულად ორ წრედ (სახლი-გასვლის პრინციპით) ჯგუფის საუკეთესოებს გამოავლენენ. ამ პერიოდის განმავლობაში გათამაშების 3 ჯგუფში 4 ქართველი იასპარეზებს.


A ჯგუფში დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი", „ბაიერნთან", „მანჩესტერ იუნაიტედთან" და „გალათასარაისთან" ერთად მოხვდა.

C ჯგუფში იასპარეზებს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი", რომელის გუნდიც მადრიდის „რეალთან", „ბრაგასთან" და „უნიონ ბერლინთან" ერთად გაარკვევს ჯგუფში საუკეთესოს.

H ჯგუფში, „ბარსელონასთან", „პორტუსა" და „ანტვერპენთან" ერთად იასპარეზებს ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის „შახტარი".


ჯგუფური ეტაპის თამაშების განრიგი

მატჩის დღე 1: 19-20 სექტემბერი, 2023

მატჩის დღე 2: 3-4 ოქტომბერი, 2023

მატჩის დღე 3: 24-25 ოქტომბერი,  2023

მატჩის დღე 4: 7-8 ნოემბერი, 2023

მატჩის დღე 5: 28-29 ნოემბერი, 2023

მატჩის დღე 6: 12-13 დეკემბერი, 2023



(c) UEFA / #UEFA #championsleagie