15 - ნომრიანი მაისურით ითამაშებს საბა საზონოვი „ტორინოში". სამედიცინო შემოწმების შემდეგ იტალიურმა კლუბმა საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი მოთამაშის დამატების შესახებ, ოფიციალურად დღეს გააკეთა განცხადება.
საქართველოში დაბადებული და ახლო წარსულში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, რომელმაც პორტუგალიის 21-წლადების კარში გაიტანა, საბა საზონოვი, იტალიურმა კლუბმა, მოსკოვის „დინამოდან" მუდმივი კონტრაქტის საფუძველზე გამოისყიდა - წერს „ტორინოს" ოფიციალური გვერდი.
იტალიური მხარე არ აკონკრეტებს თუ კონკრეტულად რა თანხა გადაიხადეს საბაში და ლაპარაკია 3 მილიონ ევროს გადაუხდის მოსკოვის გუნდს.
რაც შეეხება სერია ა-ში ჩვენი, ქართული ფეხბურთს უკვე შემდგარი და ამომავალი ვარსკვლავის (რადგან პირადად ჩვენს გვერდს მიაჩნია, რომ საბა არის საკმაოდ დახვეწილი და კარგი მცველია) პირველი დუელი კი, 2024 წლის 7 იანვარს, მე-19 ტურში, ტურინში Stadio Olimpico Grande-ზე შედგება, სადაც საზონოვის „ტორინო", კვარას „ნაპოლის" უმასპინძლებს.
ფოტო: (с) Torino FC