ქართველი წყალში მხტომელების მე-6 და მე-9 ადგილები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე
ქართველი წყალში მხტომელების მე-6 და მე-9 ადგილები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე
26.08.2023
ავტორი: TSFF.GE

აგვისტოში ქართველმა წყალში მხტომელებმა, ორ მნიშვნელოვან შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა. ერთ-ერთი, ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, 20-25 აგვისტოს ხორვატიაში, ქალაქ რიეკაში გაიმართა. აღნიშნულ ტურნირზე 16-წლამდე სპორტსმენთა შორის გიორგი წულუკიძემ და ალექსანდრე ცხომელიძემ, ხოლო 18 წლამდე  მარიამ შანიძემ და თეკლე შარიამ იასპარეზეს.

22 აგვისტო - ალექსანდრე ცხომელიძემ და გიორგი წულუკიძემ, 3 მეტრი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში 222.51 ქულა  დააგროვეს და მე-6 ადგილზე გავიდნენ.


წარმატებულად ითვლება ქართველი გოგონების გამოსვლა 3 მეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში, სადაც მარიამ შანიძემ და თეკლე შარიამ 207 ქულით, მე-9 ადგილი დაიკავეს. სხვათა შორის საინტერესოა, რომ ქართველი გოგონებიდან ერთ-ერთი, ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და უფროსების ასაკში ასპარეზობს. ამ ჯერზე კი, სინქრონულ ხტომებში მათ სპორტის ამ სახეობაში, ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყნის, უკრაინის, უნგრეთის, საფრანგეთის, თურქეთის, ლიეტუვას, ხორვატიისა და პოლონეთის გუნდები ჩამოიტოვეს.