ქართულმა ჩემპიონმა მოიგო, თუმცა ჯგუფში დარჩა
ქართულმა ჩემპიონმა მოიგო, თუმცა ჯგუფში დარჩა
26.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ფუტსალის ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე ქართულმა „ჯორჯიანს თბილისმა" ასპარეზობა დაასრულა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მონტენეგროში გამართული ჯგუფური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო, ამჯერად, გიბრალტარის „ეუროპასთან" 0-3. ამასთან ქართველებმა „საქმე" პირველ ტაიმშივე გააკეთეს, ნიკოლოზ გაბრიჩიძის 8'08'',  შოხრუხ მახმადამინოვისა  9'49'' და ვახტანგ კეკელიას 10'56'' გოლების წყალობით, თუმცა, ასპარეზობას მაინც გამოეთიშნენ.

საერთო ჯამში, პოდგორიცაში, ავთანდილ ასათიანის გუნდმა სამი შეხვედრა ჩაატარა, ორში გაიმარჯვა, ერთი მინიმალური ანგარიშით წააგო. 11 გოლის გატანა მოახერხა და საკუთარ კარში მხოლოდ 4 გაუვა და 6 ქულით ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.


ტურნირის ფორმატის შესაბამისად, ოთხგუნდიანი საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ასპარეზობას მხოლოდ პირველადგილოსანი აგრძელებდა. ასეთი კი, ამ ჯგუფში მონტენეგროს (ჯგუფის მასპინძელი) „ტიტოგრადი" აღმოჩნდა, რომელმაც ფუტსალში საქართველოს ჩემპიონს დაძაბულ ორთაბრძოლაში, პირველი შეხვედრა 3-4 მოუგო. საბოლოოდ, სწორედ ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩი აღმოჩნდა გადამწყვეტი, ვინაიდან ჯგუფის მასპინძლებმა, ჯგუფის ყველა შეხვედრა მოიგეს. ბოლო მატჩში, ისინი ნიდერლანდების „ეინდჰოვენს" შეხვდნენ, ანგარიშით 5-2 დაამარცხეს და ჯგუფში პირველი ადგილით, მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.